გიორგი დავითაძე ამბობს, რომ ექვსმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო
გიორგი დავითაძის ადვოკატის განცხადებით, ექვსმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო დავითაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების გასაპროტესტებლად. თავად გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე ბადრაგებმა იძალადეს. თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს კადრებს და ამტკიცებს, რომ პატიმრებმა ბადრაგს სცემეს, ხოლო მსჯავრდებულების გადაყვანა სოლიდარობას არ უკავშირდება.

გიორგი დავითაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ექვსმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. იურისტის თქმით, ამ ფორმით აპროტესტებენ მსჯავრდებულები გიორგი დავითაძის წინაღმდეგ განხრციელებულ სექსუალური ხასიათის ქმედებას.
ამის პარალელურად, სპეციალური პენიტენციური სამსახურმა ახალი კადრები გამოაქვეყნა და განცხადებაში დაწერა, რომ პატიმრებმა ბადრაგს სცემეს. უწყება ამტკიცებს, რომ მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან.
36 წლის გიორგი დავითაძემ გუშინ პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა.
კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა:
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, -ამბობს პატიმარი, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.