პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტრო

ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. ბრალი წარდგენილი აქვს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციისთვის, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მისი მეუღლეც.

ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
რადიო თავისუფლება

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს:

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;

260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით - ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მიზნით უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაცია;

260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;

261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა.

ბრალდება სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც, რომელიც ასევე ყოფილი ჟურნალისტია.

დაკავებები ნარკოდანაშაულის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებების შესახებ ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღიურად აცხადებს.

30 სექტემბერს შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უწყების ცნობით, ამოღებული იყო სხვადასხვა სახის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.

1 ოქტომბერს პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ამოღებისა და 2 პირის დაკავების შესახებ განაცხადა.

2 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ამოღების საქმეზე 1 პირი დააკავეს.

4 ოქტომბერს სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკის ამოღებისა და 5 პირის დაკავების შესახებ განაცხადეს.

5 ოქტომბერს იმერეთში პოლიციამ, უწყების ცნობით, 40 კილოგრამამდე, 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა.

6 ოქტომბერს შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ 11 პირის დაკავების შესახებ განაცხადა. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 5
  1. ფორმულაოპოზიციურინარკოტიკების რეალიზაციისთვის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე დააკავეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურინარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს
  4. ალიაოპოზიციურიდიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა დააკავეს
  5. ტაბულაოპოზიციურისაზმაუს ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩიჩუა და მისი მეუღლე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
  6. ტაბულაოპოზიციურისაზმაუს ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"საზმაუს" ყოფილი ჟურნალისტი პოლიციას რეკეტში ამხელს და ციხიდან წერილს აქვეყნებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები