ნარკოტიკების რეალიზაციისთვის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყოფილი ჟურნალისტები ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე ლალო ბერაია დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით (საზოგადოებრივი მაუწყებლის) ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა პატიმრობა. სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ნოდარ ჩაჩუას მეუღლე, ლალო ბერაია რომელიც (POST TV-ის) ასევე ყოფილი ჟურნალტია.
პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, გამოძიება მძიმე მუხლით მიმდინარეობს, კერძოდ საუბარია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 261-ე მუხლებით — ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია.
წარდგენილი სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავი უწყებები საქმეზე გამოძიებას დამატებითი დეტალების დასადგენად აგრძელებენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს
დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა დააკავეს
საზმაუს ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩიჩუა და მისი მეუღლე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
საზმაუს ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…