პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, რომელთაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

"სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემებში სხადასხვა ფორმით, მათ შორის ჯგუფურად იყვნენ ჩართულნი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის 352 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, „მეთადონი“, „კლეფედრონი", „მდმა", „გამომშრალი მარიხუანა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები