ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საზმაუს ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩიჩუა და მისი მეუღლე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩიჩუა და მისი მეუღლე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

საზმაუს ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩიჩუა და მისი მეუღლე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
საზმაუს ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩიჩუა და მისი მეუღლე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავესტაბულა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩიჩუა და მისი მეუღლე დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას პროკურატურამ დაუდასტურა.

უწყების ცნობით, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა - შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის შეძენა - შენახვა) აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 142 პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები