მერაბ მეტრეველი: სიგიჟის მასშტაბს ხომ ხვდებით?
მერაბ მეტრეველი: როგორც ირკვევა, "ოცნება" პარტიებს თუ აკრძალავს, მას ექნება უფლება ამ პარტიების წევრებს არა მხოლოდ სხვა პარტიაში შესვლა, ან ახალი პარტიის დაარსება აუკრძალოს, არამედ აუკრძალოს ზოგადად პოლიტიკური საქმიანობაც.

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
როგორც ირკვევა, "ოცნება" პარტიებს თუ აკრძალავს, მას ექნება უფლება ამ პარტიების წევრებს არა მხოლოდ სხვა პარტიაში შესვლა, ან ახალი პარტიის დაარსება აუკრძალოს, არამედ აუკრძალოს ზოგადად პოლიტიკური საქმიანობაც.
ასე ჩაწერეს კანონში "ეკრძალება პოლიტიკური საქმიანოაბაო".
რა იგულისხმება ამ ტერმინის უკან ინტერპეტაციის საგანია ანუ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თავად "ოცნება" რას ჩათვლის პოლიტიკურ საქმიანობად, ან ბიძინა რა ხასიათზე გაიღვიძებს.
მაგალითად, შეიძლება პოლიტიკურ საქმიანობად შეფასდეს ხალხთან შეხვედრები, აქციის დაორგანიზება, ან ტელეეთერში მისვლა და პოლიტიკაზე ლაპარაკი.
ანუ საბოლოოდ შეიძლება ამ ხუთი პარტიის წევრების (თითქმის მთელ პოლიტიკური სპექტრის), ტელევიზებში მოწვევაც აკრძალონ.
სიგიჟის მასშტაბს ხომ ხვდებით?
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…