თამარ ბუჩუკური: გამარჯობა მაინც როგორ უნდა უთხრას ბოკუჩავამ თავის იმ თანაპარტიელებს, ვინც სასტიკად იდევნებოდნენ ღარიბაშვილის ორგზის პრემიერობის და შს მინისტრობის დროს
თამარ ბუჩუკური: პარტიებს კრძალავენ და ხალხს არჩევანის უფლებას უსპობენ, ესაა თემა რაზეც ნორმალური მოქალაქე და პოლიტიკოსი უნდა იყოს კონცენტრირებული, რაის ღარიბაშვილი, ბიძინას მიერ ხის მორისგან გამოჩორკნილი პინოქიო.

პარტია “კანონი და სამართლის” პოლიტსაბჭოს წევრი თამარ ბუჩუკური:
გამარჯობა მაინც როგორ უნდა უთხრას ბოკუჩავამ თავის იმ თანაპარტიელებს, ვინც სასტიკად იდევნებოდნენ ღარიბაშვილის ორგზის პრემიერობის და შს მინისტრობის დროს, კოტე იოსელიანის ვითომ გატაცების მსგავსად კი არა, მართლა რომ იდევნებოდნენ...
დააოკეთ თინა ბოკუჩავა ხალხო, სირცხვილია! დღეს, იმ პარტიის აკრძალვის საქმე განახლდა, რომლის თავმჯდომარეც იყო! ამ დროს, გამოგორდა ენმ-ის ექსთავმჯდომარე და ღარიბაშვილიც ისეთივე პატიმარია, როგორც - მიშაო. 5-იანი ერთხელ მაინც თუ აქვს ადამიანს შემოხაზული მიშასა და ღარიბას შორის ტოლობას ვერ დასვამს. ამას მხოლოდ მენტალური ქოცი იკადრებს, ნუ ეს მორალის ამბავია და თინამ იკადრა, მაგრამ მერე უარესს მოჰყვა ოღონდ ამჯერად ამორალურსაც და ძალიან უგუნურსაც:
"თუ ღარიბაშვილი დააკავეს იმის გამო, კორუფციონერია და არის ნამდვილად, ეჭვიც არავის ეპარება ამაში. კახა კალაძე არ არის კორუმპირებული?"
ანუ? ამ ქალის "ლოღიკით" თუ კორუმპირებულს დაიჭერენ და ის პოლიტიკური პატიმარია, მაშ კრიმინალი რას ჰქვია განგვანათლოს იქნებ.
ასევე, თუ ერთი ან ასი კორუმპირებული დაიჭირეს, სანამ სამყაროს უკანასკნელ კორუფიონერს არ დაიჭერენ მანამდე დაკავებულები პოლიტ პატიმრები არიან?! ეჰ, ამ დამოკიდებულებას კი ვიცი რაც ჰქვია, მაგრამ ვერ დავწერ...
ნეტავ ის გამაგებინა, ეს რომ დიპლომატებს ხვდება, იქ რას ლაპარაკობს, რას მავნებლობს და ვისზე მუშაობს...
პარტიებს კრძალავენ და ხალხს არჩევანის უფლებას უსპობენ, ესაა თემა რაზეც ნორმალური მოქალაქე და პოლიტიკოსი უნდა იყოს კონცენტრირებული, რაის ღარიბაშვილი, ბიძინას მიერ ხის მორისგან გამოჩორკნილი პინოქიო.

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…