პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნოდარ ჩაჩუა - ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლაა - პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს, ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა აცხადებს, რომ პოლიცია მასზე ზეწოლის მიზნით მეუღლეს 42 დღეა უკანონოდ აკავებს და სხვადასხვა პირის დასახელებას მოითხოვს.

ნოდარ ჩაჩუა - ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლაა - პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს, ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ
ინტერპრესნიუსი

ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს, ჩემი მეუღლის ტყვეობის მთავარი მიზეზი ჩემზე ზეწოლის მოხდენაა - პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს,- ამის შესახებ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მასზე მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა დაკავების მომენტშიც მიმდინარეობდა, ამაში კი მონაწილეობას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორი მაღალჩინოსანიც იღებდა.

„ერთ თვეზე მეტია, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას მძევლად ჰყავს აყვანილი ჩემი ცოლი. ზუსტად 42 დღეა, ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს. ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, რომლის წინააღმდეგაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მისი 42-დღიანი ტყვეობის მთავარი მიზეზი ჩემზე ზეწოლის მოხდენაა. ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს, ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ, ნაწილთან კი არავითარი ურთიერთობა არ მაკავშირებს.

დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემი დაკავების მომენტში, ჩემს სახლში, თითქმის 2 საათის განმავლობაში, ჩხრეკის დაწყებამდე მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო ცკპდ-ს ორი მაღალჩინოსანი. მათი სახელები და გვარები არ ვიცი, თუმცა ორივეს ამოცნობა საჭიროების შემთხვევაში შემიძლია. მათ მიერ დასახელებული პირები, რომელთა წინააღმდეგაც ჩემგან ჩვენების მიცემას ითხოვენ და საქმე, რომლის აღიარებასაც მოითხოვენ, მიჩენს განცდას, რომ ცკპდ-ს ჩინოსნებს ამ საბჭოთა მეთოდით რაიმე დანაშაულის გახსნა კი არ აქვთ მიზნად, არამედ ეს ყველაფერი იმ სცენარის ნაწილია, რომელიც მათი თანამდებობრივი მდგომარეობის გამყარებას ემსახურება, თუმცა სცენარი ჩავარდა.

ჩემგან ვერცერთი გვარი ვერ მიიღეს და ახლა ჩემი მძევლად აყვანილი ცოლი ალესილი ნაჯახივით ადევთ კისერზე. ჩემი ინფორმაციით, მასზე ახლა უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს და მისი დაკავების „გასაპრავებლად“, ლალოს აღიარების მოპოვებისთვის აკეთებენ ყველაფერს. ცდილობენ, ათქმევინონ, რომ ჩემი ჩხრეკისას ამოღებული მთელი 5 გრამი აკრძალული ნივთიერების შესახებ მან იცოდა – ახლა მათთვის ესეც საკმარისია. თუმცა არც ეგ გამოუვათ: XXI საუკუნეში მძევალი არ „პრავდება“.

იმედს ვიტოვებ – მალე, თუმცა მჯერა, აუცილებლად მოვა დრო, როცა ორივე მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს იმ ტანჯვისთვის, რისთვისაც 27 წლის გოგო გაიმეტეს.

დანარჩენზე – მოგვიანებით“,- წერს ნოდარ ჩაჩუა.

ინფორმაციისთვის, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა - შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინის" შეძენა - შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც, ყოფილი ჟურნალისტი ლალო ბერია. როგორც ცნობილია, მას ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებიან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციური"საზმაუს" ყოფილი ჟურნალისტი პოლიციას რეკეტში ამხელს და ციხიდან წერილს აქვეყნებს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სამართალდამცველებმა თბილისში 1389 აბი ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები