საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბერში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბერში უაქციზო სიგარეტის უკანონო ბრუნვის 17 ფაქტი გამოავლინა, რაზეც სისხლისსამართლებრივი დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო და 9 მათგანი დააკავეს. ამოღებულია 119 724 ლარის ღირებულების 19 640 კოლოფი სიგარეტი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის ოქტომბერში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამავე პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 9 პირი დაკავებულია.
„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია 19 640 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 119 724 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…