უცხო ძალების უნამუსობის პატიმრები არიან - პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე
შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი უცხო ძალების მსხვერპლნი და იარაღები არიან, რომლებმაც ისინი ციხეში მიატოვეს.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულებზე.
"4 ოქტომბრის შეუმდგარი დამხობის მოძალადეები, რომლებიც სასჯელს იხდიან, უპირველეს ყოვლისა, უცხო ძალების უნამუსობის პატიმრები არიან [...] რადიკალური ჯგუფები პრეზიდენტის სასახლის შტურმზე შეაგულიანეს. ამის შემდეგ, ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ციხეში მიატოვეს და ახლა სასჯელს იხდიან [...]
ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უცხო ძალების ხელში იარაღები არიან - როგორც 4 ოქტომბერს გამოიყენეს იარაღად და საქართველოს დამხობას ცდილობდნენ. გახსოვთ ბრიუსელიდან პირდაპირი წაქეზებები. მათ შორის, დამხობის პროცესში ბრიუსელიდან პოლიტიკოსები ტვიტერზე პოსტებს წერდნენ და მათ ამ დანაშაულზე აქეზებდნენ. ახლაც, ერთადერთი, ვისაც მათი ციხეში ყოფნა სჭირდება, ის ევროპარლამენტარები არიან, რომლებიც მათ სახელებს რეზოლუციებსა და დებატებში იყენებენ". - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
4 ოქტომბრის საქმე - მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაშალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბრის შეუმდგარი დამხობის მოძალადეები, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან უპირველეს ყოვლისა არიან უცხო ძალების უნამუსობის პატიმრები
აღიარონ რაც ჩაიდინეს საკუთარი სამშობლოს წინაშე, აიღონ პასუხისმგებლობა მათ შორის იმაზე, რომ ასეთ დანაშაულს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აღარ ჩაიდენენ - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი, ვისაც სჭირდება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ციხეში ყოფნა, არიან ევროპარლამენტარები, რომლებიც დებატებისას იყენებენ მათ სახელებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…