პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერს დაკავებულებზე - ხომ ნახეს, რომ მიატოვეს ორგანიზატორებმა, რომლებმაც ლაჩრულად დატოვეს საპატიმრო - ისინი, ვინც „მამაკაცურ ძალას“ მოუწოდებდნენ, მშვიდად გამოვიდნენ და მორჩა, პოლიტიკა ჩემი საქმე არ ყოფილაო

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულების უდიდესმა ნაწილმა დანაშაული აღიარა და ორგანიზატორებმა ისინი მიატოვეს, ბრიუსელი კი ამ ძალადობას არ გმობს, რათა საქართველოზე თავდასასხმელად გამოიყენოს.

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერს დაკავებულებზე - ხომ ნახეს, რომ მიატოვეს ორგანიზატორებმა, რომლებმაც ლაჩრულად დატოვეს საპატიმრო - ისინი, ვინც „მამაკაცურ ძალას“ მოუწოდებდნენ, მშვიდად გამოვიდნენ და მორჩა, პოლიტიკა ჩემი საქმე არ ყოფილაო
ინტერპრესნიუსი

მათ, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინეს, შესაძლებლობა აქვთ დაფიქრდნენ, უღირდათ მათ ამ უცხო დაკვეთის აყოლა და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა? ხომ ნახეს, რომ საბოლოო ჯამში მიატოვეს, მიატოვეს ორგანიზატორებმა, რომლებმაც ლაჩრულად დატოვეს ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულების საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლებას.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, თითქმის, ყველა მონაწილემ აღიარა, რომ 2024-2025 წლებში ძალადობრივი აქციები იყო.

„სიმართლე გითხრათ, აღიარების ეს რიცხვები უკვე სტატისტიკაა. 4 ოქტომბრის და სხვა ძალადობის მონაწილეების უდიდესმა ნაწილმა აღიარა დანაშაული, ამას ვეღარც ევროკომისიის შეფასება უშველის და ვეღარც ევროკავშირის საელჩოს რამე ბრიფინგი. მორჩა, ყველამ აღიარა, რომ 2024-2025 წლებში იყო ძალადობრივი აქციები, იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, და ეს ძალადობა უკვე აღიარებულია, სასამართლოს მხრიდან შეფასებულია, განაჩენები უკვე დამდგარია. მათ, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინეს, შესაძლებლობა აქვთ დაფიქრდნენ, უღირდათ მათ ამ უცხო დაკვეთის აყოლა და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა? ხომ ნახეს, რომ საბოლოო ჯამში მიატოვეს ორგანიზატორებმა, რომლებმაც ლაჩრულად დატოვეს ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულება და ისინი, რომლებიც „მამაკაცურ ძალას“ მოუწოდებდნენ, წაიყვანეს ბარიკადებზე, ღობე გადაანგრევინეს და თბილისის ცენტრში ლამის სისხლის ღვრა მოაწყვეს, დღეს ვნახეთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყველა კარგად მოვლილია... ასე მშვიდად გამოვიდნენ და მორჩა, პოლიტიკა ჩემი საქმე არ ყოფილაო, განაცხადეს.

თქვენ რა გგონიათ, დიდი რევოლუციონერები სჭირდება ქვეყნის არევას? ასეთი ადამიანები, რომლებიც შემდეგ, პაატა მანჯგალაძესავით იტყვიან, ფოტოში შემთხვევით აღმოვჩნდი, ან მერე იტყვიან, აღარ მინდა პოლიტიკა, შემთხვევით აღმოვჩნდი, მოვინანიე და გავედიო და ა.შ. ასეთი ხალხი აწყობს ყველაზე დიდ სისხლისღვრას და მათ შორის, ეს საქართველოშიც არაერთხელ განგვიცდია. ყველა ადამიანს მოვუწოდებ, ეს მათი ქვეყანაა, მიხედონ, ნუ იქნებიან უცხო ქვეყნის იმედად, რომლებმაც ბარიკადებზე აიყვანეს და გაწირეს ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის და მიატოვეს ციხეში. დღეს, ახლა, ევროკავშირის ელჩი ბრიფინგზე გამოვა და იტყვის, თვითნებურად დაკავებულებიო, ეს არის მთელი მათი ნუგეში, რომ ვიღაცამ რაღაც ასეთი თქვას, მაგრამ სინამდვილეში, ამისთვის სჭირდებათ მათ შორის, ციხეში, ანგარიშებში ჩაწერონ და საქართველოზე თავდასასხმელად გამოიყენონ. ამიტომ არ გმობს დღეს ბრიუსელი ამ ძალადობას, რომ ანგარიშში წერონ, ისინი თვითნებურად არიან დაკავებულიო და ისინი გამოიყენონ საქართველოზე თავდასასხმელად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სიმართლე გითხრათ, აღიარების ეს რიცხვები უკვე სტატისტიკაა. 4 ოქტომბრის და სხვა ძალადობის მონაწილეების უდიდესმა ნაწილმა აღიარა დანაშაული, ამას ვეღარც ევროკომისიის შეფასება უშველის და ვეღარც ევროკავშირის საელჩოს რამე ბრიფინგი. მორჩა, ყველამ აღიარა, რომ 2024-2025 წლებში იყო ძალადობრივი აქციები, იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, და ეს ძალადობა უკვე აღიარებულია, სასამართლოს მხრიდან შეფასებულია, განაჩენები უკვე დამდგარია. მათ, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინეს, შესაძლებლობა აქვთ დაფიქრდნენ, უღირდათ მათ ამ უცხო დაკვეთის აყოლა და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა? ხომ ნახეს, რომ საბოლოო ჯამში მიატოვეს ორგანიზატორებმა, რომლებმაც ლაჩრულად დატოვეს ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულება და ისინი, რომლებიც „მამაკაცურ ძალას“ მოუწოდებდნენ, წაიყვანეს ბარიკადებზე, ღობე გადაანგრევინეს და თბილისის ცენტრში ლამის სისხლის ღვრა მოაწყვეს, დღეს ვნახეთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყველა კარგად მოვლილია... ასე მშვიდად გამოვიდნენ და მორჩა, პოლიტიკა ჩემი საქმე არ ყოფილაო, განაცხადეს. თქვენ რა გგონიათ, დიდი რევოლუციონერები სჭირდება ქვეყნის არევას? ასეთი ადამიანები, რომლებიც შემდეგ, პაატა მანჯგალაძესავით იტყვიან, ფოტოში შემთხვევით აღმოვჩნდი, ან მერე იტყვიან, აღარ მინდა პოლიტიკა, შემთხვევით აღმოვჩნდი, მოვინანიე და გავედიო და ა.შ. ასეთი ხალხი აწყობს ყველაზე დიდ სისხლისღვრას და მათ შორის, ეს საქართველოშიც არაერთხელ განგვიცდია. ყველა ადამიანს მოვუწოდებ, ეს მათი ქვეყანაა, მიხედონ, ნუ იქნებიან უცხო ქვეყნის იმედად, რომლებმაც ბარიკადებზე აიყვანეს და გაწირეს ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის და მიატოვეს ციხეში. დღეს, ახლა, ევროკავშირის ელჩი ბრიფინგზე გამოვა და იტყვის, თვითნებურად დაკავებულებიო, ეს არის მთელი მათი ნუგეში, რომ ვიღაცამ რაღაც ასეთი თქვას, მაგრამ სინამდვილეში, ამისთვის სჭირდებათ მათ შორის, ციხეში, ანგარიშებში ჩაწერონ და საქართველოზე თავდასასხმელად გამოიყენონ. ამიტომ არ გმობს დღეს ბრიუსელი ამ ძალადობას, რომ ანგარიშში წერონ, ისინი თვითნებურად არიან დაკავებულიო და ისინი გამოიყენონ საქართველოზე თავდასასხმელად“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სახელმწიფო ლმობიერი იქნება მათ მიმართ, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას და იტყვის, რომ საკუთარ ქვეყანას, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წაქეზებით, ასეთ ზიანს აღარასოდეს მიაყენებს - შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საპროცესო შეთანხმებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები