ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი, ვისაც სჭირდება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ციხეში ყოფნა, არიან ევროპარლამენტარები, რომლებიც დებატებისას იყენებენ მათ სახელებს

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განცხადება გააკეთა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნისა და არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. მისი თქმით, ბრალდებულების ციხეში ყოფნა მხოლოდ ევროპარლამენტარებს სჭირდებათ, ხოლო თვითონ ბრალდებულები უცხოური ძალებისა და რადიკალური ჯგუფების მსხვერპლნი არიან.

შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი, ვისაც სჭირდება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ციხეში ყოფნა, არიან ევროპარლამენტარები, რომლებიც დებატებისას იყენებენ მათ სახელებს
შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი, ვისაც სჭირდება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ციხეში ყოფნა, არიან ევროპარლამენტარები, რომლებიც დებატებისას იყენებენ მათ სახელებსპირველი არხი

4 ოქტომბრის შეუმდგარი დამხობის მოძალადეები, რომლებიც სასჯელს იხდიან, უპირველეს ყოვლისა, არიან უცხო ძალების უნამუსობის პატიმრები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა ჟურნალისტებს შეკითხვას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურისადმი მიმართვას.

„შეაგულიანეს, თვეების განმავლობაში აწარმოეს კამპანია, წარმოაჩენენ სალომე ზურაბიშვილს როგორც ვითომ ლეგიტიმურ პრეზიდენტს და მასთან დადიოდნენ დიპლომატები, უცხოელი პოლიტიკოსები. პრეზიდენტის დროშის ფონზე პოზირებდნენ მასთან ერთად. ზუსტად ამის შედეგი იყო ის, რომ შეაგულიანეს რადიკალური ჯგუფები პრეზიდენტის სასახლეზე შტურმზე. ამის შემდეგ მიატოვეს ეს ადამიანები ციხეში და იხდიან სასჯელს. ის რადიკალები, რომლებიც გაიქცნენ მაშინ ადგილიდან, დღეს მშვიდად არიან გარეთ და წყნარად, როდესაც სხვები მათი უნამუსობის პატიმრები არიან დღეს, მათ შორის ის ორგანიზატორებიც. როდესაც ზოდელავაზე და სხვებზე ვსაუბრობთ, რომლებმაც საპროცესო შეთანხმება ითხოვეს შემდგომ და ინანიებენ ახლა და ბოდიშს იხდიან თავისი დანაშაულის გამო, მათი უნამუსობით არიან ის ადამიანები ციხეში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. დროზე თუ აღიარებენ თავის დანაშაულს და გამოვლენ, მგონი, ამით გზას გაუხსნიან პატიმრებს, რომლებიც დღემდე მათი უნამუსობით არიან ციხეში. ამ ადამიანებს ერთ რამეს ვეტყვი, აღარავინ არსად დედამიწის ზურგზე არ სვამს კითხვას იმასთან დაკავშირებით, 4 ოქტომბერი იყო თუ არა მშვიდობიანი თუ ძალადობრივი აქცია. ყველამ კარგად იცის, რომ ეს იყო ძალადობა და შტურმი. ყველამ კარგად იცის, რომ ჩადენილი იყო დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ. ახლა, ზოგიერთს რომ უნერგავენ იმედს, თითქოს მათი დახსნით არიან დაკავებული სხვადასხვა უცხო ძალები და ჯგუფები, ამ ტყუილს ნუღარ დაიჯერებენ, ეთანამშრომლონ ისევ საკუთარ ქვეყანას. მათ გვერდში, საბოლოო ჯამში, ისევ მათივე ქვეყანა დადგება და არა რომელიმე დიპლომატი ან უცხოელი პოლიტიკოსი. ყველას მოვუწოდებ, აღიარონ, ის რაც ჩაიდინეს საკუთარი სამშობლოს წინაშე, აიღონ პასუხისმგებლობა მათ შორის იმაზე, რომ ასეთ დანაშაულს საკუთარი ქვეყნის წინაშე აღარ ჩაიდენენ და საქართველოს სახელმწიფო იქნება ლმობიერი მათ მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე კრიტიკას ადგილობრივი ოპოზიციური პოლიტიკოსების მხრიდან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ეს ადამიანები არიან იარაღი უცხო ძალების ხელში საქართველოს წინააღმდეგ“.

მისივე თქმით, ერთადერთი, ვისაც სჭირდება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ციხეში ყოფნა, არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც რეზოლუციებზე დებატებისას იყენებენ მათ სახელებს.

„ეს ადამიანები არიან იარაღი უცხო ძალების ხელში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორც 4 ოქტომბერს გამოიყენეს იარაღად და ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის დამხობას, გახსოვთ თქვენ, ბრიუსელიდან პირდაპირი წაქეზებები, მათ შორის დამხობის პროცესში რა ტვიტებს წერდნენ ბრიუსელიდან პოლიტიკოსები და აქეზებდნენ მათ დანაშაულზე. ერთადერთი, ვისაც სჭირდება მათი ციხეში ყოფნა, არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც რეზოლუციებზე დებატებისას იყენებენ მათ სახელებს. ისინი დღეს არიან იარაღი უცხო სახელმწიფოების, მთავრობების თუ ჯგუფების ხელში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს უნდა გააცნობიერონ და საკუთარი თავი იარაღად არ გამოაყენებინონ რომელიმე რასა იუკნევიჩიენეს და მსგავს საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკის მქონე ადამიანებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბრის შეუმდგარი დამხობის მოძალადეები, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან უპირველეს ყოვლისა არიან უცხო ძალების უნამუსობის პატიმრები
  2. ტაბულაოპოზიციურიუცხო ძალების უნამუსობის პატიმრები არიან - პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე
  3. რუსთავი 2სამთავრობოაღიარონ რაც ჩაიდინეს საკუთარი სამშობლოს წინაშე, აიღონ პასუხისმგებლობა მათ შორის იმაზე, რომ ასეთ დანაშაულს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აღარ ჩაიდენენ - შალვა პაპუაშვილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეაგულიანეს, თვეების განმავლობაში აწარმოეს კამპანია, წარმოაჩენენ სალომე ზურაბიშვილს როგორც ვითომ ლეგიტიმურ პრეზიდენტს და მასთან დადიოდნენ დიპლომატები, უცხოელი პოლიტიკოსები. პრეზიდენტის დროშის ფონზე პოზირებდნენ მასთან ერთად. ზუსტად ამის შედეგი იყო ის, რომ შეაგულიანეს რადიკალური ჯგუფები პრეზიდენტის სასახლეზე შტურმზე. ამის შემდეგ მიატოვეს ეს ადამიანები ციხეში და იხდიან სასჯელს. ის რადიკალები, რომლებიც გაიქცნენ მაშინ ადგილიდან, დღეს მშვიდად არიან გარეთ და წყნარად, როდესაც სხვები მათი უნამუსობის პატიმრები არიან დღეს, მათ შორის ის ორგანიზატორებიც. როდესაც ზოდელავაზე და სხვებზე ვსაუბრობთ, რომლებმაც საპროცესო შეთანხმება ითხოვეს შემდგომ და ინანიებენ ახლა და ბოდიშს იხდიან თავისი დანაშაულის გამო, მათი უნამუსობით არიან ის ადამიანები ციხეში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. დროზე თუ აღიარებენ თავის დანაშაულს და გამოვლენ, მგონი, ამით გზას გაუხსნიან პატიმრებს, რომლებიც დღემდე მათი უნამუსობით არიან ციხეში. ამ ადამიანებს ერთ რამეს ვეტყვი, აღარავინ არსად დედამიწის ზურგზე არ სვამს კითხვას იმასთან დაკავშირებით, 4 ოქტომბერი იყო თუ არა მშვიდობიანი თუ ძალადობრივი აქცია. ყველამ კარგად იცის, რომ ეს იყო ძალადობა და შტურმი. ყველამ კარგად იცის, რომ ჩადენილი იყო დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ. ახლა, ზოგიერთს რომ უნერგავენ იმედს, თითქოს მათი დახსნით არიან დაკავებული სხვადასხვა უცხო ძალები და ჯგუფები, ამ ტყუილს ნუღარ დაიჯერებენ, ეთანამშრომლონ ისევ საკუთარ ქვეყანას. მათ გვერდში, საბოლოო ჯამში, ისევ მათივე ქვეყანა დადგება და არა რომელიმე დიპლომატი ან უცხოელი პოლიტიკოსი. ყველას მოვუწოდებ, აღიარონ, ის რაც ჩაიდინეს საკუთარი სამშობლოს წინაშე, აიღონ პასუხისმგებლობა მათ შორის იმაზე, რომ ასეთ დანაშაულს საკუთარი ქვეყნის წინაშე აღარ ჩაიდენენ და საქართველოს სახელმწიფო იქნება ლმობიერი მათ მიმართ“
„ეს ადამიანები არიან იარაღი უცხო ძალების ხელში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორც 4 ოქტომბერს გამოიყენეს იარაღად და ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის დამხობას, გახსოვთ თქვენ, ბრიუსელიდან პირდაპირი წაქეზებები, მათ შორის დამხობის პროცესში რა ტვიტებს წერდნენ ბრიუსელიდან პოლიტიკოსები და აქეზებდნენ მათ დანაშაულზე. ერთადერთი, ვისაც სჭირდება მათი ციხეში ყოფნა, არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც რეზოლუციებზე დებატებისას იყენებენ მათ სახელებს. ისინი დღეს არიან იარაღი უცხო სახელმწიფოების, მთავრობების თუ ჯგუფების ხელში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს უნდა გააცნობიერონ და საკუთარი თავი იარაღად არ გამოაყენებინონ რომელიმე რასა იუკნევიჩიენეს და მსგავს საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკის მქონე ადამიანებს“
„ეს ადამიანები არიან იარაღი უცხო ძალების ხელში საქართველოს წინააღმდეგ“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის შემდეგ დაკავებულებზე: ჟორჟოლიანის, რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების, ბრიუსელის, ევროკავშირის ელჩის უსინდისობის პატიმრები არიან ეს პატიმრებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები