პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი - ორგანიზატორები ლაჩრულად გამოდიან ციხიდან და მიატოვეს ხალხი ციხეში - ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ, ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, საქართველოს სახელმწიფოა

საქართველოს პარლამენტისაქართველოს პროკურატურა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებმა ხალხი ციხეში მიატოვეს, პატიმრებს კი მოუწოდა, არ ენდონ უცხო ქვეყნის ელჩებსა და პოლიტიკოსებს, რადგან მათ მხარეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო დადგება.

შალვა პაპუაშვილი - ორგანიზატორები ლაჩრულად გამოდიან ციხიდან და მიატოვეს ხალხი ციხეში - ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ, ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, საქართველოს სახელმწიფოა
ინტერპრესნიუსი

ორგანიზატორები ლაჩრულად გამოდიან ციხიდან და მიატოვეს ხალხი ციხეში, ისინი, ვინც ძალადობაზე დაიყოლიეს და დღეს სასჯელს იხდიან - ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ, ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილებას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ჰუმანური იქნება ყველას მიმართ, ვინც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.

„[4 ოქტომბრის აქციის] ორგანიზატორები კიდევ ცალკე საქმეა, მათი დანაშაული ქვეყნის წინაშე კიდევ სხვაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზატორებიც ახლა ლაჩრულად გამოდიან ციხიდან და მიატოვეს ხალხი ციხეში, ისინი, ვინც ძალადობაზე დაიყოლიეს და დღეს სასჯელს იხდიან.

მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნუ ენდობიან უცხო ძალებს, ნუ ენდობიან უცხო პოლიტიკოსებს, უცხო დიპლომატებს, უცხო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რატომ? - ხომ ნახეს, რომ წააქეზეს ამ ძალადობაზე, 4 ოქტომბრის დაანონსებულ ძალადობას მიესალმა ევროკომისიის პრესსპიკერი, დღემდე ბოდიში არ მოუხდია არცერთს ევროკომისიიდან, წააქეზეს და მიატოვეს შემდეგ ციხეში მრავალწლიანი სასჯელისთვის. ბოლოს ისევ საქართველოს სახელმწიფო იქნება, ვინც მათ მხარეს იქნება. სწორედ საპროცესო შეთანხმების თხოვნებზე, რომელიც მათგან მიდის და პროკურატურა თანხმდება, ეს არის სწორედ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება, რომ ჩვენ მათ არ ვექცევით ისე, როგორც მათი უცხოელი წამქეზებლები მოექცნენ, ბარიკადებზე აიყვანეს და შემდეგ ჩატოვეს ციხეში. ჩვენ მათ ვექცევით, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილებს. საბოლოოდ, ჩვენი სადარდებელია, როდესაც ადამიანს უწევს ციხეში სასჯელის მოხდა. ვინც აღიარებს თავის დანაშაულს ქვეყნის წინაშე, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას, რომ საკუთარ ქვეყანას უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წაქეზებით ასეთ ზიანს არასდროს მიაყენებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება ლმობიერი და ჰუმანური ასეთი ადამიანების მიმართ.

ისინი ვინც დღეს კიდევ არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის გამო, ვეუბნები, ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, ყველა მოგატყუებთ, ნუ ენდობით ნურცერთი უცხოელი ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ, ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო და დღემდე ეს დადასტურდა, ყოველ ჯერზე. უცხოელები ლაჩრულად მიგატოვებენ ციხეში, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება თქვენ მხარეს იქნება და ჰუმანური იქნება ყველას მიმართ, ვინც ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოსახელმწიფო ლმობიერი იქნება მათ მიმართ, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას და იტყვის, რომ საკუთარ ქვეყანას, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წაქეზებით, ასეთ ზიანს აღარასოდეს მიაყენებს - შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საპროცესო შეთანხმებაზე
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ვინც ძალადობაზე დაიყოლიეს და დღეს სასჯელს იხდიან, ერთი რამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნუ ენდობიან უცხო ძალებს, ნუ ენდობიან უცხო პოლიტიკოსებს, უცხო დიპლომატებს, უცხო ორგანიზაციებს, წარმომადგენლებს. ერთადერთი, ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო
  3. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ქვეყნის წინააღმდეგ ძალადობის გამო, ნუ ენდობით უცხოელ პოლიტიკოსებს, ყველა მოგატყუებთ, თქვენს მხარეს დადგება მხოლოდ სახელმწიფო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„[4 ოქტომბრის აქციის] ორგანიზატორები კიდევ ცალკე საქმეა, მათი დანაშაული ქვეყნის წინაშე კიდევ სხვაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზატორებიც ახლა ლაჩრულად გამოდიან ციხიდან და მიატოვეს ხალხი ციხეში, ისინი, ვინც ძალადობაზე დაიყოლიეს და დღეს სასჯელს იხდიან. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნუ ენდობიან უცხო ძალებს, ნუ ენდობიან უცხო პოლიტიკოსებს, უცხო დიპლომატებს, უცხო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რატომ? - ხომ ნახეს, რომ წააქეზეს ამ ძალადობაზე, 4 ოქტომბრის დაანონსებულ ძალადობას მიესალმა ევროკომისიის პრესსპიკერი, დღემდე ბოდიში არ მოუხდია არცერთს ევროკომისიიდან, წააქეზეს და მიატოვეს შემდეგ ციხეში მრავალწლიანი სასჯელისთვის. ბოლოს ისევ საქართველოს სახელმწიფო იქნება, ვინც მათ მხარეს იქნება. სწორედ საპროცესო შეთანხმების თხოვნებზე, რომელიც მათგან მიდის და პროკურატურა თანხმდება, ეს არის სწორედ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება, რომ ჩვენ მათ არ ვექცევით ისე, როგორც მათი უცხოელი წამქეზებლები მოექცნენ, ბარიკადებზე აიყვანეს და შემდეგ ჩატოვეს ციხეში. ჩვენ მათ ვექცევით, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილებს. საბოლოოდ, ჩვენი სადარდებელია, როდესაც ადამიანს უწევს ციხეში სასჯელის მოხდა. ვინც აღიარებს თავის დანაშაულს ქვეყნის წინაშე, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას, რომ საკუთარ ქვეყანას უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წაქეზებით ასეთ ზიანს არასდროს მიაყენებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება ლმობიერი და ჰუმანური ასეთი ადამიანების მიმართ. ისინი ვინც დღეს კიდევ არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის გამო, ვეუბნები, ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, ყველა მოგატყუებთ, ნუ ენდობით ნურცერთი უცხოელი ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ, ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო და დღემდე ეს დადასტურდა, ყოველ ჯერზე. უცხოელები ლაჩრულად მიგატოვებენ ციხეში, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება თქვენ მხარეს იქნება და ჰუმანური იქნება ყველას მიმართ, ვინც ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სახელმწიფო ლმობიერი იქნება მათ მიმართ, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას და იტყვის, რომ საკუთარ ქვეყანას, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წაქეზებით, ასეთ ზიანს აღარასოდეს მიაყენებს - შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საპროცესო შეთანხმებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები