პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის შემდეგ დაკავებულებზე: ჟორჟოლიანის, რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების, ბრიუსელის, ევროკავშირის ელჩის უსინდისობის პატიმრები არიან ეს პატიმრები

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციასა და დასავლელ დიპლომატებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დაკავებულები ოპოზიციის, ბრიუსელისა და ევროკავშირის ელჩის „უსინდისობის პატიმრები“ არიან, რომლებსაც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისა და ლეგიტიმაციისთვის ინსტრუმენტად იყენებენ.

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის შემდეგ დაკავებულებზე: ჟორჟოლიანის, რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების, ბრიუსელის, ევროკავშირის ელჩის უსინდისობის პატიმრები არიან ეს პატიმრები
იმედინიუსი

ჟორჟოლიანის, რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების, ბრიუსელის, ევროკავშირის ელჩის უსინდისობის პატიმრები არიან ეს პატიმრები, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

პაპუაშვილს ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადების შეფასება სთხოვეს, სადაც ის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულ ოპოზიციონერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღიარებული ბრალი მხოლოდ ციხის დატოვებისთვის არის და რეალურად, ეს პირები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

„მათ სჭირდებათ პატიმრები საკუთარი თავის ლეგიტიმაციისთვის. პატიმრები არიან ინსტრუმენტი იმისთვის, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეთ. 4 ოქტომბრიდან მოყოლებული რომ ავიღოთ ერთი წელი, არაფერი აქვთ გარდა პატიმრების გამოსარჩლების. ტერმინოლოგიაც გამოელიათ. ეს არის ერთადერთი, რამე მოგისმენიათ მათგან სხვა მიმართულებით?! მათი - ჟორჟოლიანის, რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების, ბრიუსელის, ევროკავშირის ელჩის უსინდისობის პატიმრები არიან ეს პატიმრები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
უცხო ძალების უნამუსობის პატიმრები არიან - პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები