პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ აქციების მონაწილეთა უმრავლესობამ დანაშაული აღიარა და მოუწოდებს მათ, უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან, რადგან ორგანიზატორებმა ისინი ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი პატიმრობისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს.

შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს
იმედინიუსი

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ყველამ აღიარა, რომ 2024-2025 წლებში ძალადობრივი აქციები მიმდინარეობდა, იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტის სასახლეზე. პაპუაშვილის თქმით, ეს ძალადობა უკვე აღიარებულია, სასამართლოს მიერ შეფასებულია და განაჩენებიც გამოტანილია.

„ეს უკვე სტატისტიკაა — ეს რიცხვები აღიარების მაჩვენებელია. 4 ოქტომბრისა და სხვა ძალადობრივი აქციების მონაწილეების უდიდესმა ნაწილმა დანაშაული აღიარა და ამას ვეღარც ევროკომისიის შეფასება უშველის და ვეღარც ევროკავშირის საელჩოს რაიმე ბრიფინგი.

მორჩა, ყველამ აღიარა, რომ 2024-2025 წლებში იყო ძალადობრივი აქციები. იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტის სასახლეზე. ეს ძალადობა უკვე აღიარებულია, სასამართლოს მიერ შეფასებულია და განაჩენებიც გამოტანილია.

ახლა მათ, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინეს, აქვთ შესაძლებლობა, დაფიქრდნენ, უღირდათ თუ არა უცხოური დაკვეთის აყოლა და საქართველოს წინააღმდეგ წასვლა. ხომ ნახეს, რომ საბოლოო ჯამში მიატოვეს? მიატოვეს ორგანიზატორებმა, რომლებმაც ახლა ლაჩრულად დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულება. ისინი კი, რომლებსაც მამაკაცურ ძალას მოუწოდებდნენ, ბარიკადებზე წაიყვანეს, ღობე გადაანგრევინეს და ცენტრში კინაღამ სისხლისღვრა მოაწყვეს. ახლა მშვიდად ვნახეთ, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოვიდნენ და განაცხადეს: მორჩა, პოლიტიკა ჩემი საქმე არ ყოფილაო.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ სინამდვილეში ასეთი არეულობები და სისხლისღვრა სწორედ ასეთი ხალხის გამო ხდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან. მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს.

იმიტომ არ გმობს ბრიუსელი ძალადობას, რომ შემდეგ ანგარიშებში ჩაწეროს „თვითნებურად დაკავებულები“ და ისინი საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმისთვის გამოიყენოს“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერს დაკავებულებზე - ხომ ნახეს, რომ მიატოვეს ორგანიზატორებმა, რომლებმაც ლაჩრულად დატოვეს საპატიმრო - ისინი, ვინც „მამაკაცურ ძალას“ მოუწოდებდნენ, მშვიდად გამოვიდნენ და მორჩა, პოლიტიკა ჩემი საქმე არ ყოფილაო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს უკვე სტატისტიკაა — ეს რიცხვები აღიარების მაჩვენებელია. 4 ოქტომბრისა და სხვა ძალადობრივი აქციების მონაწილეების უდიდესმა ნაწილმა დანაშაული აღიარა და ამას ვეღარც ევროკომისიის შეფასება უშველის და ვეღარც ევროკავშირის საელჩოს რაიმე ბრიფინგი. მორჩა, ყველამ აღიარა, რომ 2024-2025 წლებში იყო ძალადობრივი აქციები. იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტის სასახლეზე. ეს ძალადობა უკვე აღიარებულია, სასამართლოს მიერ შეფასებულია და განაჩენებიც გამოტანილია. ახლა მათ, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინეს, აქვთ შესაძლებლობა, დაფიქრდნენ, უღირდათ თუ არა უცხოური დაკვეთის აყოლა და საქართველოს წინააღმდეგ წასვლა. ხომ ნახეს, რომ საბოლოო ჯამში მიატოვეს? მიატოვეს ორგანიზატორებმა, რომლებმაც ახლა ლაჩრულად დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულება. ისინი კი, რომლებსაც მამაკაცურ ძალას მოუწოდებდნენ, ბარიკადებზე წაიყვანეს, ღობე გადაანგრევინეს და ცენტრში კინაღამ სისხლისღვრა მოაწყვეს. ახლა მშვიდად ვნახეთ, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოვიდნენ და განაცხადეს: მორჩა, პოლიტიკა ჩემი საქმე არ ყოფილაო. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სინამდვილეში ასეთი არეულობები და სისხლისღვრა სწორედ ასეთი ხალხის გამო ხდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან. მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს. იმიტომ არ გმობს ბრიუსელი ძალადობას, რომ შემდეგ ანგარიშებში ჩაწეროს „თვითნებურად დაკავებულები“ და ისინი საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმისთვის გამოიყენოს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი ევროპაში მიმდინარე აქციებზე: ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ეს ძალადობა ნორმა გახდა მათ ქვეყნებში, დამნაშავეებთან სახლში ბრუნდება ის ძალადობა, რომელსაც ჩვენთან აქეზებდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები