პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სახელმწიფო ლმობიერი იქნება მათ მიმართ, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას და იტყვის, რომ საკუთარ ქვეყანას, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წაქეზებით, ასეთ ზიანს აღარასოდეს მიაყენებს - შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საპროცესო შეთანხმებაზე

საქართველოს პარლამენტისაქართველოს პროკურატურა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ლმობიერი და ჰუმანური იქნება იმ დაკავებულების მიმართ, ვინც პასუხისმგებლობას აიღებს და საკუთარ დანაშაულს აღიარებს. პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეებს მოუწოდა, არ ენდონ უცხოელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს.

ვინც აღიარებს თავის დანაშაულს ქვეყნის წინაშე, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას, რომ საკუთარ ქვეყანას უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წაქეზებით ასეთ ზიანს აღარასოდეს მიაყენებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება ლმობიერი და ჰუმანური ასეთი ადამიანების მიმართ, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა მოქალაქეებს, არ დაუჯერონ არცერთი ქვეყნის ელჩს, არცერთი ქვეყნის პოლიტიკოსს, რადგან ისინი იტყუებიან და ერთადერთი, ვინც მათ მხარეს დადგება, ეს იქნება საქართველოს ხელისუფლება.

"ორგანიზატორები კიდევ ცალკე საქმეა - მათი დანაშაული ქვეყნის წინაშე კიდევ სხვა არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზატორებიც ახლა ლაჩრულად გამოდიან ციხიდან და მიატოვეს ხალხი ციხეში - აი, ისინი, ვინც ძალადობაზე დაიყოლიეს და დღეს სასჯელს იხდიან... ერთი რამ მინდა მე ყველას ვუთხრა, რომ ნუ ენდობიან უცხო ძალებს, ნუ ენდობიან უცხო პოლიტიკოსებს, უცხო დიპლომატებს, უცხო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ნუ ენდობიან რატომ, ხომ ნახეს?

წააქეზეს ეს ძალადობა - 4 ოქტომბრის დაანონსებულ ძალადობას მიესალმა ევროკომისიის პრესსპიკერი. დღემდე, ბოდიში არ მოუხდია არცერთს ევროკომისიიდან, წააქეზეს ამ დანაშაულზე და მიატოვეს შემდეგ ციხეში მრავალწლიანი სასჯელისთვის. საბოლოო ჯამში, ბოლოს ისევ საქართველოს სახელმწიფო იქნება, ვინც მათ მხარეს იქნება და სწორედ საპროცესო შეთანხმების თხოვნებზე, რომელიც მათგან მიდის პროკურატურაში, პროკურატურა თანხმდება. ეს არის სწორედ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება, რომ ჩვენ მათ არ ვექცევით ისე, როგორც მათი უცხოელი წამქეზებლები მოექცნენ, ბარიკადებზე აიყვანეს და შემდეგ ჩატოვეს ციხეში. ჩვენ მათ ვექცევით, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილებს, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენი სადარდებელია, როდესაც ადამიანს უწევს ციხეში სასჯელის მოხდა. ასე რომ, ვინც აღიარებს თავის დანაშაულს ქვეყნის წინაშე, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას, რომ საკუთარ ქვეყანას უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წაქეზებით ასეთ ზიანს აღარასოდეს მიაყენებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება ლმობიერი და ჰუმანური ასეთი ადამიანების მიმართ.

ამიტომ, კიდევ ერთხელ: ისინი, ვინც დღეს შეიძლება კიდევ არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძალადობის გამო, ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის გამო, ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, ყველა მოგატყუებთ, ნუ ენდობით ნურცერთი უცხოური ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ. ერთადერთი, ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო და დღემდე ეს დასტურდება ყოველ ჯერზე. უცხოელები ლაჩრულად მიგატოვებენ ციხეში, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება თქვენ მხარეს იქნება და ჰუმანური იქნება ყველას მიმართ, ვინც ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ვინც ძალადობაზე დაიყოლიეს და დღეს სასჯელს იხდიან, ერთი რამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნუ ენდობიან უცხო ძალებს, ნუ ენდობიან უცხო პოლიტიკოსებს, უცხო დიპლომატებს, უცხო ორგანიზაციებს, წარმომადგენლებს. ერთადერთი, ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - ორგანიზატორები ლაჩრულად გამოდიან ციხიდან და მიატოვეს ხალხი ციხეში - ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ, ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, საქართველოს სახელმწიფოა
  3. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ქვეყნის წინააღმდეგ ძალადობის გამო, ნუ ენდობით უცხოელ პოლიტიკოსებს, ყველა მოგატყუებთ, თქვენს მხარეს დადგება მხოლოდ სახელმწიფო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ორგანიზატორები კიდევ ცალკე საქმეა - მათი დანაშაული ქვეყნის წინაშე კიდევ სხვა არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზატორებიც ახლა ლაჩრულად გამოდიან ციხიდან და მიატოვეს ხალხი ციხეში - აი, ისინი, ვინც ძალადობაზე დაიყოლიეს და დღეს სასჯელს იხდიან... ერთი რამ მინდა მე ყველას ვუთხრა, რომ ნუ ენდობიან უცხო ძალებს, ნუ ენდობიან უცხო პოლიტიკოსებს, უცხო დიპლომატებს, უცხო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ნუ ენდობიან რატომ, ხომ ნახეს? წააქეზეს ეს ძალადობა - 4 ოქტომბრის დაანონსებულ ძალადობას მიესალმა ევროკომისიის პრესსპიკერი. დღემდე, ბოდიში არ მოუხდია არცერთს ევროკომისიიდან, წააქეზეს ამ დანაშაულზე და მიატოვეს შემდეგ ციხეში მრავალწლიანი სასჯელისთვის. საბოლოო ჯამში, ბოლოს ისევ საქართველოს სახელმწიფო იქნება, ვინც მათ მხარეს იქნება და სწორედ საპროცესო შეთანხმების თხოვნებზე, რომელიც მათგან მიდის პროკურატურაში, პროკურატურა თანხმდება. ეს არის სწორედ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება, რომ ჩვენ მათ არ ვექცევით ისე, როგორც მათი უცხოელი წამქეზებლები მოექცნენ, ბარიკადებზე აიყვანეს და შემდეგ ჩატოვეს ციხეში. ჩვენ მათ ვექცევით, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილებს, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენი სადარდებელია, როდესაც ადამიანს უწევს ციხეში სასჯელის მოხდა. ასე რომ, ვინც აღიარებს თავის დანაშაულს ქვეყნის წინაშე, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას, რომ საკუთარ ქვეყანას უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წაქეზებით ასეთ ზიანს აღარასოდეს მიაყენებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება ლმობიერი და ჰუმანური ასეთი ადამიანების მიმართ. ამიტომ, კიდევ ერთხელ: ისინი, ვინც დღეს შეიძლება კიდევ არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძალადობის გამო, ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის გამო, ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, ყველა მოგატყუებთ, ნუ ენდობით ნურცერთი უცხოური ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ. ერთადერთი, ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო და დღემდე ეს დასტურდება ყოველ ჯერზე. უცხოელები ლაჩრულად მიგატოვებენ ციხეში, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება თქვენ მხარეს იქნება და ჰუმანური იქნება ყველას მიმართ, ვინც ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი - ორგანიზატორები ლაჩრულად გამოდიან ციხიდან და მიატოვეს ხალხი ციხეში - ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ, ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, საქართველოს სახელმწიფოაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები