ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის - ჯაღმაიძე ექს-მინისტრ...

რუსთავი 2

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა ანდრია ჯაღმაიძემ იმედი გამოთქვა, რომ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებული ბრალდებები დასრულდება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხიდან მხოლოდ ნაწილი დაიხარჯა და საკითხს დეტალურად შეისწავლიან. მედიით გავრცელებული კითხვების ფონზე, ყოფილი მინისტრის თიკა რუხაძის საქმიანობა და ხარჯები საზოგადოების განხილვის საგანი გახდა, ახალ მინისტრად კი მაია ბითაძე დაინიშნა.

იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის - ჯაღმაიძე ექს-მინისტრ...
იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის - ჯაღმაიძე ექს-მინისტრ...რადიო თავისუფლება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკზე 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტში წერს:

„პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე“.

„განსაკუთრებით იმ პერიოდში, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე“, - თქვა მან.

მისი თქმით, „ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა“ და გამოთქვა იმედი, რომ ეს საკითხი ამოიწურება.

„კიდევ უფრო მეტად ჩავყვები“ - კობახიძე

14 სექტემბერს პროსახელისუფლებო „რუსთავი 2-ზე“ დებატებისას „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს ამ თემაზეც დაუსვეს კითხვა, რაზეც კობახიძემ განაცხადა:

„თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და აქედან თითქოს მოიპარეს ფული.

პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა.

ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას“.

განკარგულება თანხების გამოყოფის შესახებ

რა თანხა გამოიყო ბიუჯეტიდან

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 22 მარტს დაკრძალეს.

1 აპრილს გამოქვეყნდა მთავრობის განკარგულება, რომლის თანახმადაც დაკრძალვის ორგანიზებისთვის ფინანსთა სამინისტრომ 5,588,006 ლარი გამოყო;

განკარგულება 20 მარტით თარიღდება;

აქედან ყველაზე მეტი თანხა, 3 მილიონი ლარი, კულტურის სამინისტროს გამოეყო, - უწყებას, რომელსაც მაშინ თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა;

1.1 მილიონი ლარი - რეგიონული განვითარების სამინისტროს, 850 ათასი ლარი კი თბილისის მერიას.

რა ეჭვებია პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე

2026 წლის 13 სექტემბერს „ტვ პირველმა“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაუშვა სიუჟეტი, რომელშიც პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები დასვა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 141-ე პატრიარქი ილია II 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 22 მარტს თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს.

დაკრძალვის ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყო კულტურის სამინისტრო, რომელსაც იმ დროს თიკა რუხაძე ხელმძღვანელობდა

გასულ კვირაში ამავე ტელევიზიასთან პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დასმულ შეკითხვაზე კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პირველმა მოადგილე მიხეილ კიკნაძემ თქვა:

„გამოვლენილი ხარვეზები რაც იყო, ყველა დაფიქსირებულია შესაბამისი დოკუმენტაციით აუდიტის დასკვნებში“.

13 სექტემბრის ამავე ტელევიზიასთან კი კიკნაძე კითხვაზე პასუხად ამბობდა: „არ მითქვამს, რომ არსებობს დარღვევები“.

რატომ გადადგა თინათინ რუხაძე

თინათინ (თიკა) რუხაძე, - რომელიც, დეკლარაციების თანახმად, ძვირადღირებულ ნივთებს ფლობს, - მინისტრის პოსტს 2024 წლის 14 ოქტომბრიდან 2026 წლის 28 ივლისამდე იკავებდა.

28 ივლისს მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია/წერილი კულტურის სამინისტროს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

მან დაწერა, რომ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო: „ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას“.

2026 წლის 15 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ საქართველოს კულტურის მინისტრად დანიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი მაია ბითაძე.

„მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ქალბატონ მაიას ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მისი წარდგენისას.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.