„პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო“ – ჯაღმაიძე
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათთვის ცნობილი იყო პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილის დაუხარჯაობის შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ თიკა რუხაძესთან კომუნიკაციით იცოდნენ, რომ ორგანიზაციებმა და კერძო პირებმა უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მათთვის ცნობილი იყო „პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა“:
„პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე. განსაკუთრებით იმ პერიოდში, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე.
ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“.
ანდრია ჯაღმაიძე იქვე აზიარებს ირაკლი კობახიძის ვიდეოს, სადაც ის ამბობს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი და აქედან მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა.
„ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიპატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიაზე საპქრიარქოში პირველი კომენტარი გაკეთდა
- პირველი არხიანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის იმთავითვე იყო ცნობილი
- პირველი არხიანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის იმთავითვე იყო ცნობილი, იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ცილისწამებისთვის
- რადიო თავისუფლებაიმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის - ჯაღმაიძე ექს-მინისტრ...
- ალიაიმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ცილისწამებისთვის – ანდრია ჯაღმაიძე
- ალია,,პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე“ – ანდრია ჯაღმაიძე
ციტატები სტატიიდან
„პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა“
„ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…