კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებსა და თიკა რუხაძეზე: არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება და გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა. პრემიერ-მინისტრმა ეს ყოფილი კულტურის მინისტრის, თიკა რუხაძის მისამართით გაჩენილი კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი კულტურის მინისტრის, თიკა რუხაძის შესახებ და პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი.
კობახიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციის პირველადი ინფორმაციით, საქმეში რაიმე სახის ფინანსური დარღვევა არ იკვეთება.
"პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებზე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული. ამასთან დაკავშირებით, პირველადი ინფორმაცია უკვე მაქვს მთავრობის ადმინისტრაციიდან. პირველადი ინფორმაციის თანახმად, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება. მეტიც, ბევრად მეტი იყო გამოყოფილი და ამ თანხის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა.
თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ინტერესია და არაერთი განცხადება იყო, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, სრული, დეტალური ინფორმაცია გაუზიაროთ საზოგადოებას და ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ", - თქვა კობახიძემ.
ყოფილი კულტურის მინისტრის მისამართით დათო ოქიტაშვილმა საჯაროდ დასვა შეკითხვა - თუ სად წავიდა მილიონები, რაც სწორედ პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის გაწეულ ხარჯებს უკავშირდებოდა.
ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა აღნიშნულ საკიტხზე პროკურატურის დაინტერესების შესაძლებლობაც კი არ გამორიცხა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაირაკლი კობახიძე – პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე საზოგადოებრივი ინტერესი დიდია, საჭიროდ მივიჩნევთ, უახლოეს მომავალში დეტალური ინფორმაცია გავუზიაროთ საზოგადოებას
არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება – კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე
ირაკლი კობახიძე ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე: რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული. მთავრობის ადმინისტრაციიდან პირველადი ინფორმაციის თანახმად, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება. მეტიც - ბევრად მეტი იყო გამოყოფილი თანხა და ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა
ირაკლი კობახიძე ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე: რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული. მთავრობის ადმინისტრაციიდან პირველადი ინფორმაციის თანახმად, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…