ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის იმთავითვე იყო ცნობილი, იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ცილისწამებისთვის
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო. მანვე იმედი გამოთქვა, რომ პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ცილისწამებისთვის დასრულდება. ჯაღმაიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სამი მილიონიდან მხოლოდ 722 ათასი ლარი დაიხარჯა.

პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯაღმაიძე აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აზიარებს.
„განსაკუთრებით იმ პერიოდში ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე.
ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა. იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, სამ მილიონსაც კარგად აითვისებდა“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიპატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიაზე საპქრიარქოში პირველი კომენტარი გაკეთდა
- პირველი არხიანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის იმთავითვე იყო ცნობილი
- ბათუმელები„პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო“ – ჯაღმაიძე
- რადიო თავისუფლებაიმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის - ჯაღმაიძე ექს-მინისტრ...
- ალიაიმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ცილისწამებისთვის – ანდრია ჯაღმაიძე
- ალია,,პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე“ – ანდრია ჯაღმაიძე
ციტატები სტატიიდან
„განსაკუთრებით იმ პერიოდში ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე. ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…