კობახიძის თქმით, „უფრო მეტად ჩაჰყვება“ ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის უფრო მეტად ჩაჰყვება პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხს. მისი თქმით, პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი სამი მილიონიდან მხოლოდ 722 ათასი ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მედიაში ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები დაისვა, ხოლო კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელი თიკა რუხაძე ჯანმრთელობის მიზეზით გადადგა.

„თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და აქედან თითქოს მოიპარეს ფული. პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა. ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 141-ე პატრიარქი, ილია II 17 მარტს მრავალპროფილურ კლინიკაში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 22 მარტს თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს.
დაკრძალვის ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყო კულტურის სამინისტრო, რომელსაც იმ დროს თიკა რუხაძე ხელმძღვანელობდა.
28 ივლისს თიკა რუხაძე გადადგა. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება „ჯანმრთელობის მიზეზის“ გამო მიიღო;
13 სექტემბერს „TV პირველმა“ მოამზადა მასალა, რომელშიც ამ დღეს გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები დასვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პრემიერი: თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული, პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც აითვისებდა
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – თქვეს, თითქოს პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯებიდან ფული მოიპარეს, გამოყოფილი იყო სამი მილიონი, დაიხარჯა 722 ათასი, ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, სამ მილიონსაც კარგად აითვისებდა
- ინტერპრესნიუსიპრემიერი - თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯებიდან ფული მოიპარეს - გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, ვიღაცას მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა
- BM.GEვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…