იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ცილისწამებისთვის – ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება გააზიარა და აღნიშნა, რომ პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი არ დახარჯულა, რადგან ორგანიზაციებმა და კერძო პირებმა მომსახურებაზე უსასყიდლოდ თქვეს უარი. ჯაღმაიძის იმედით, ამით დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის.

პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯაღმაიძე აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აზიარებს.
„განსაკუთრებით იმ პერიოდში ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე.
ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიპატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიაზე საპქრიარქოში პირველი კომენტარი გაკეთდა
- პირველი არხიანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის იმთავითვე იყო ცნობილი
- პირველი არხიანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის იმთავითვე იყო ცნობილი, იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ცილისწამებისთვის
- ბათუმელები„პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო“ – ჯაღმაიძე
- რადიო თავისუფლებაიმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის - ჯაღმაიძე ექს-მინისტრ...
- ალია,,პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე“ – ანდრია ჯაღმაიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…