პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ლაშხი – საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა კარგი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ნაკლები დიპლომატიური კავშირი გვაქვს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ტანზანიაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში მონაწილეობს. როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა აღნიშნა, ასამბლეაზე ძირითადი თემები იქნება საქართველოს სუვერენიტეტი, არაღიარების პოლიტიკა, ოკუპაცია და დიპლომატიური კავშირების გაფართოება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ნაკლები თანამშრომლობაა.

მარიამ ლაშხი – საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა კარგი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ნაკლები დიპლომატიური კავშირი გვაქვს
პირველი არხი

ასამბლეაზე ჩვენი მთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტი, მისი დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარე აქტიურად ისაუბრებს ოკუპაციაზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე.

„საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის თემა არის – კარგი მმართველობა ნდობის და საზოგადოების ინკლუზიურობის ჩართულობის გზით. საქართველოს სწორედ ამ მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები აქვს განხორციელებული. ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის ანგარიშით, საქართველო ევროპის ათეულში მოხვდა. მნიშვნელოვანი იქნება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით მიმართავს ასამბლეის მონაწილეებს. გვექნება შესაძლებლობა ახალგაზრდა პარლამენტარების ფორუმში მივიღოთ მონაწილეობა, სადაც ახალგაზრდების, ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით გვექნება საუბარი. ორმხრივი შეხვედრები გვექნება როგორც აფრიკის, ევროპის, აზიის, ასევე შუა ოკეანეთის ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებთან.

მთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტი, მისი დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება. საქართველოსთვის მსგავსი ტიპის პლატფორმები კარგი შესაძლებლობაა, რომ ვისაუბროთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც არა მხოლოდ ახლოს არ არიან ჩვენთან, არამედ ნაკლები შესაძლებლობები და დაფარვა არსებობს დიპლომატიური ხაზით. ჩვენ ამ პლატფორმებს ამ დიალოგისათვისაც ვიყენებთ. გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ოკუპაციის ხაზს მიღმა მდგომარეობაზე. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ აგრესიის შესახებ, რომელსაც საქართველო ათწლეულების მანძილზე გადის და რომლის მიუხედავადაც, ქვეყნის მთავარი არჩევანი არის მშვიდობის გზით კონფლიქტის მოგვარება. საუბარი გვექნება საქართველოს იმ მიდგომებზეც, რომელიც ჩვენი რეგიონის გაძლიერებისა, სტაბილური განვითარების და ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართულებით არსებობს“, – განაცხადა ლაშხმა.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, ტანზანიის ქალაქ არუშაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობომარიამ ლაშხი: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე ჩვენი დელეგაციისთვის მთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება
  2. რუსთავი 2სამთავრობომთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტი, მისი დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება - მარიამ ლაშხი ტანზანიაში ვიზიტზე
  3. რუსთავი 2სამთავრობომნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსათვის, რათა ესაუბროს შორეულ ქვეყნებს არაღიარების პოლიტიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე - მარიამ ლაშხი საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაზე
  4. რუსთავი 2სამთავრობოდღეს გვექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპული ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე დელეგაციის ხელმძღვანელებთან ცენტრალური აზიიდან, შუა ოკეანეთიდან - მარიამ ლაშხი ტანზანიაში ვიზიტზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის თემა არის – კარგი მმართველობა ნდობის და საზოგადოების ინკლუზიურობის ჩართულობის გზით. საქართველოს სწორედ ამ მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები აქვს განხორციელებული. ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის ანგარიშით, საქართველო ევროპის ათეულში მოხვდა. მნიშვნელოვანი იქნება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით მიმართავს ასამბლეის მონაწილეებს. გვექნება შესაძლებლობა ახალგაზრდა პარლამენტარების ფორუმში მივიღოთ მონაწილეობა, სადაც ახალგაზრდების, ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით გვექნება საუბარი. ორმხრივი შეხვედრები გვექნება როგორც აფრიკის, ევროპის, აზიის, ასევე შუა ოკეანეთის ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებთან. მთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტი, მისი დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება. საქართველოსთვის მსგავსი ტიპის პლატფორმები კარგი შესაძლებლობაა, რომ ვისაუბროთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც არა მხოლოდ ახლოს არ არიან ჩვენთან, არამედ ნაკლები შესაძლებლობები და დაფარვა არსებობს დიპლომატიური ხაზით. ჩვენ ამ პლატფორმებს ამ დიალოგისათვისაც ვიყენებთ. გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ოკუპაციის ხაზს მიღმა მდგომარეობაზე. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ აგრესიის შესახებ, რომელსაც საქართველო ათწლეულების მანძილზე გადის და რომლის მიუხედავადაც, ქვეყნის მთავარი არჩევანი არის მშვიდობის გზით კონფლიქტის მოგვარება. საუბარი გვექნება საქართველოს იმ მიდგომებზეც, რომელიც ჩვენი რეგიონის გაძლიერებისა, სტაბილური განვითარების და ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართულებით არსებობს“
მარიამ ლაშხი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ტანზანიაში და საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ გამოყენებული საერთაშორისო ტრიბუნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები