ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დღეს გვექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპული ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე დელეგაციის ხელმძღვანელებთან ცენტრალური აზიიდან, შუა ოკეანეთიდან - მარიამ ლაშხი ტანზანიაში ვიზიტზე

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ტანზანიაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში იმართება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, ძირითადი თემებია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და კავშირების გაძლიერება.

დღეს გვექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპული ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე დელეგაციის ხელმძღვანელებთან ცენტრალური აზიიდან, შუა ოკეანეთიდან - მარიამ ლაშხი ტანზანიაში ვიზიტზე
დღეს გვექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპული ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე დელეგაციის ხელმძღვანელებთან ცენტრალური აზიიდან, შუა ოკეანეთიდან - მარიამ ლაშხი ტანზანიაში ვიზიტზერუსთავი 2

ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა გრძელდება - ქალაქ არუშაში მყოფი საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ღონისძიების ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელს.

დღეს, პარლამენტის სპიკერი აზიის სხვა სახელმწიფოების, ასევე ევროპის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდება.

მთავარი თემა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან კავშირების გაძლიერებაა. სუვერენული სახელმწიფოების გლობალურ ფორუმში 150 ქვეყნის 2 ათასზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

"გვექნება დღეს ორმხრივი შეხვედრები, როგორც ევროპულ ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე დელეგაციის ხელმძღვანელებთან ცენტრალური აზიიდან, შუა ოკეანეთიდან და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო გააჟღერებს მის ხმას, როგორც სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ასევე მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტულად ამ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კუთხით დეტალებზე საუბარი და ჩვენ გვექნება ასევე შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში", - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გვექნება დღეს ორმხრივი შეხვედრები, როგორც ევროპულ ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე დელეგაციის ხელმძღვანელებთან ცენტრალური აზიიდან, შუა ოკეანეთიდან და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო გააჟღერებს მის ხმას, როგორც სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ასევე მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტულად ამ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კუთხით დეტალებზე საუბარი და ჩვენ გვექნება ასევე შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში“
მარიამ ლაშხი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.