მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსათვის, რათა ესაუბროს შორეულ ქვეყნებს არაღიარების პოლიტიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე - მარიამ ლაშხი საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაზე
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტანზანიაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში მონაწილეობს. როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, პლატფორმა მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

150 სახელმწიფოს დელეგაცია და 65 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე - ქალაქი არუშა, ტანზანია - აღმოსავლეთ აფრიკის უდიდეს ქვეყანაში დღეს მთელი მსოფლიოდან 2 000 000 დელეგატია ჩასული. მსჯელობენ მთავარ გამოწვევებზე: მმართველობის გაძლიერება, ნდობა და ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემა. სწორედ ეს არის სუვერენული სახელმწიფოების ეროვნული პარლამენტების გლობალური ორგანიზაციის დღის წესრიგი, რომლის ტრიბუნაზეც უკვე გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ეს არის ყველაზე ძველი და პირველი მრავალმხრივი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჯერ კიდევ 1889 წელს დააარსეს საფრანგეთმა და ბრიტანეთმა და მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ჟენევაში.
სუვერენული სახელმწიფოების საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა ქართული დელეგაციისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა ისაუბროს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე. შალვა პაპუაშვილი გეგმავს ევროპის, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან პირისპირ შეხვედრებს.
ამასთან, მედიასთან პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა არის საქართველოსათვის, იმისათვის, რომ პირველ რიგში, ესაუბროს შორეულ ქვეყნებს არაღიარების პოლიტიკაზე, ესაუბროს საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და მოიპოვოს მათი მხარდაჭერა, როგორც არაღიარების ნაწილში, ასევე, დაგმოს ის არაკანონიერი, არაკონსტიტუციური ქმედებები, რაც იქ მდგომარეობს.
ჩვენ ვხედავთ, რომ დიპლომატიური კორპუსის წყალობით, ასეთ პლატფორმებზე არსებულ ორმხრივ შეხვედრებსა და ურთიერთობებს შედეგი მოაქვს, ნაურუს შემთხვევას ვახსენებ და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სხვა ქვეყნებთანაც გავაგრძელოთ, შევინარჩუნოთ ის მხარდაჭერა, რაც აქვს საქართველოს და ასევე, გავაფართოოთ მხარდამჭერთა არეალი," - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამარიამ ლაშხი – საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა კარგი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ნაკლები დიპლომატიური კავშირი გვაქვს
მარიამ ლაშხი: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე ჩვენი დელეგაციისთვის მთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება
მთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტი, მისი დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება - მარიამ ლაშხი ტანზანიაში ვიზიტზე
დღეს გვექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპული ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე დელეგაციის ხელმძღვანელებთან ცენტრალური აზიიდან, შუა ოკეანეთიდან - მარიამ ლაშხი ტანზანიაში ვიზიტზე
ციტატები სტატიიდან
„ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა არის საქართველოსათვის, იმისათვის, რომ პირველ რიგში, ესაუბროს შორეულ ქვეყნებს არაღიარების პოლიტიკაზე, ესაუბროს საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და მოიპოვოს მათი მხარდაჭერა, როგორც არაღიარების ნაწილში, ასევე, დაგმოს ის არაკანონიერი, არაკონსტიტუციური ქმედებები, რაც იქ მდგომარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ დიპლომატიური კორპუსის წყალობით, ასეთ პლატფორმებზე არსებულ ორმხრივ შეხვედრებსა და ურთიერთობებს შედეგი მოაქვს, ნაურუს შემთხვევას ვახსენებ და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სხვა ქვეყნებთანაც გავაგრძელოთ, შევინარჩუნოთ ის მხარდაჭერა, რაც აქვს საქართველოს და ასევე, გავაფართოოთ მხარდამჭერთა არეალი,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…