პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ტანზანიაში და საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ გამოყენებული საერთაშორისო ტრიბუნა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ტანზანიაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბრიტანელ კოლეგასთან, ასევე ნაურუს, უზბეკეთისა და ტანზანიის საპარლამენტო წარმომადგენლებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე.

საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ტანზანიაში და საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ გამოყენებული საერთაშორისო ტრიბუნა
რუსთავი 2

ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, საერთო გამოწვევები, უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ბრძოლა, ოკუპაცია და ჰიბრიდული საფრთხეები - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილა.

ტანზანიაში ქართული დელეგაციის ვიზიტი წარმატებულიც აღმოჩნდა და ისტორიულიც - სწორედ ასამბლეის ფარგლებში შედგა ნაურუსა და საქართველოს შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, პირველი შეხვედრა საპარლამენტო დონეზე. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტზე, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა უპირობოდ აღიარებდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ქალაქ არუშაში მყოფი ქართული დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს უზბეკეთისა და მასპინძელი ქვეყნის - ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარეებსაც შეხვდნენ. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა საქართველოს როლზე შუა დერეფნის კონტექსტში.

საპარლამენტთაშორისო კავშირი 180 ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა.

ტანზანიის ქალაქ არუშაში, რიგით 153-ე ასამბლეა 5 ოქტომბერს გაიხსნა და 9 ოქტომბერს, ახალი თავმჯდომარის არჩევით დასრულდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
  3. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ლაშხი – საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა კარგი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ნაკლები დიპლომატიური კავშირი გვაქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები