პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნანა კაკაბაძე - ჩორჩანას საგუშაგომ დადო შედეგი, რომ ჩვენ უზარმაზარ ტერიტორიაზე კონტროლი დავკარგეთ

ქართული ოცნება

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ნანა კაკაბაძემ ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდზე სასამართლოში ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ საგუშაგოს გახსნის შედეგად ქვეყანამ უზარმაზარ ტერიტორიაზე კონტროლი დაკარგა. ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჩორჩანას საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება აქვს წარდგენილი.

ნანა კაკაბაძე - ჩორჩანას საგუშაგომ დადო შედეგი, რომ ჩვენ უზარმაზარ ტერიტორიაზე კონტროლი დავკარგეთ
ინტერპრესნიუსი

ჩორჩანას საგუშაგომ დადო შედეგი, რომ ჩვენ უზარმაზარ ტერიტორიაზე კონტროლი დავკარგეთ, - ეს განცხადება დღეს მედიასთან „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ნანა კაკაბაძემ გააკეთა, რომელმაც ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდზე სასამართლოს ჩვენება მისცა.

როგორც კაკაბაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, როცა „ნეიტრალურმა საქართველომ“ საბოტაჟთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა, მათ განაცხადში ჩორჩანას საგუშაგო ნახსენები არ იყო და ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდათ. კაკაბაძის თქმით, ჩორჩანას საგუშაგოს თემაზე ინფორმაცია თეა წულუკიანის საპარლამენტო კომისიის ჩამოყალიბების შემდეგ მიიღეს, ხოლო კომისიის შექმნამდე ერთი თვით ადრე გახმაურდა, რომ საგუშაგოს გახსნას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასეულობით ჰექტარ ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგა მოჰყვა.

„სასამართლო პროცესი იმ პოლიტიკური რეალობის ასახვა იყო, რაც დღეს ქვეყანაშია. ადვოკატების კითხვებში იყო არა ინტერესი იმისა, რომ საგუშაგოს არსებობამ ის შედეგი გამოიწვია რა შედეგიც დადგა - რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამხელა ტერიტორიაზე დაკარგა კონტროლი, არამედ მათი ინტერესი იყო ის, რომ გიორგი გახარია არაფერ შუაში იყო. ადვოკატმა იკითხა, თუ რატომ გამიჩნდა ეს ეჭვი. მე მას ვუთხარი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ხელისუფლებას მოუწია დაეთმო ტერიტორიები საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, როდესაც ეს „ქართულ ოცნებაში“ არც ომით და არც ომის გარეშე მომხდარი არ იყო, უცბად საგუშაგო გაჩნდა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის საკმაოდ დიდ ნაწილზე კონტროლი დაგვაკარგვინა. დავინტერესდი ეს იყო გიორგი გახარიას შეცდომა თუ იყო გარედან ნაკარნახევი. ადვოკატებს პირდაპირ ვუთხარი, რომ პრობლემაა რომ მათნაირი პოლიტიკოსები არიან მოსული პოლიტიკაში, რომელთაც ის კი არ აინტერესებთ, რა შედეგი დააყენა ამ გადაწყვეტილებამ, არამედ როგორც ნაძვის ხეზე სათამაშო ასე ჩამოეკიდებიან კულტებს და მნიშვნელოვანია ვიღაც პიროვნება და არა ის, რა შედეგიც დაიდო“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 3
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდს ეხება, სასამართლოში ჩვენებას ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი მისცემენ
  2. TV პირველიოპოზიციურიგახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი აძლევენ
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიე.წ. ჩორჩანას საქმეზე ნანა კაკაბაძე იკითხება
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგელა ნიკოლეიშვილი - ჩორჩანას საგუშაგოს გახსნამ მძიმე შედეგები გამოიწვია
  5. რუსთავი 2სამთავრობოსაქალაქო სასამართლოში ჩორჩანას საქმეზე ანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ზურა სამხარაძე დაიკითხნენ - რას აცხადებენ მოწმეები
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქეთევან ბაკარაძე - ჩორჩანას საგუშაგოზე მთავრობის წევრებმა ერთად გავიგეთ, სატელევიზიოო სივრცეში გავიგე და სიამაყის განცდა იყო, არაერთი პირი ამაყობდა, შემდეგ კი ფერი იცვალეს - იქ მოსახლეობა ამბობს, რომ არა საგუშაგო, ტერიტორია დღეს ოკუპირებული იქნებოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები