ირაკლი მელაშვილი - პარტიების აკრძალვაზე პროცესებს გაოცებული ვუყურებ, არაფერს აზრი არ აქვს - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, გადაწყვეტილების დღეს როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ივანიშვილი, ამას სერიოზულად ვამბობ, ვისაც უნდა, ის გაბრაზდეს
ირაკლი მელაშვილის განცხადებით, პარტიების აკრძალვის პროცესს აზრი არ აქვს და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, გადაწყვეტილების მიღების დღეს როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, პარტიების ბითუმად გაუქმება ავტორიტარიზმიდან დიქტატურაში გადასვლის დასაწყისია.