გელა ნიკოლეიშვილი - ჩორჩანას საგუშაგოს გახსნამ მძიმე შედეგები გამოიწვია
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი გელა ნიკოლეიშვილი ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე სასამართლოში გამოიკითხა. საქმე ეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

ჩორჩანას საგუშაგოს გახსნამ მძიმე შედეგები გამოიწვია, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა გელა ნიკოლეიშვილმა სასამართლოში შესვლამდე განაცხადა.
ის ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე მისცემს ჩვენებას, სადაც ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაა.
„თავის დროზე გამოკითხული ვარ. გამოკითხვის დროს, წამოიჭრა ეს საკითხი, მაშინ ახალი წამოჭრილი იყო, რაც საჯაროდ ცნობილი იყო, ის ინფორმაცია მივაწოდე. ჩორჩანას საგუშაგოს გახსნამ მძიმე შედეგები გამოიწვია, იმ ზონამ, რომელსაც აკონტროლებდა მოწინააღმდეგე მხარე, მათმა კონტროლის ზონამ გადმოიწია აქეთ. მე იმ საჯარო ინფორმაციას ვფლობდი, რომელიც გავრცელებული იყო. რადგან გამოკითხული ვარ და რადგან გამოკითხვის პროცესში ეს ნახსენები იქნა, ჩემი, როგორც გამოკითხული მოწმის გამოძახება მოხდა აქ“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიგიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდს ეხება, სასამართლოში ჩვენებას ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი მისცემენ
- TV პირველიგახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი აძლევენ
- ინტერპრესნიუსიე.წ. ჩორჩანას საქმეზე ნანა კაკაბაძე იკითხება
- ინტერპრესნიუსინანა კაკაბაძე - ჩორჩანას საგუშაგომ დადო შედეგი, რომ ჩვენ უზარმაზარ ტერიტორიაზე კონტროლი დავკარგეთ
- რუსთავი 2საქალაქო სასამართლოში ჩორჩანას საქმეზე ანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ზურა სამხარაძე დაიკითხნენ - რას აცხადებენ მოწმეები
ციტატები სტატიიდან
„თავის დროზე გამოკითხული ვარ. გამოკითხვის დროს, წამოიჭრა ეს საკითხი, მაშინ ახალი წამოჭრილი იყო, რაც საჯაროდ ცნობილი იყო, ის ინფორმაცია მივაწოდე. ჩორჩანას საგუშაგოს გახსნამ მძიმე შედეგები გამოიწვია, იმ ზონამ, რომელსაც აკონტროლებდა მოწინააღმდეგე მხარე, მათმა კონტროლის ზონამ გადმოიწია აქეთ. მე იმ საჯარო ინფორმაციას ვფლობდი, რომელიც გავრცელებული იყო. რადგან გამოკითხული ვარ და რადგან გამოკითხვის პროცესში ეს ნახსენები იქნა, ჩემი, როგორც გამოკითხული მოწმის გამოძახება მოხდა აქ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…