ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ნანა კაკაბაძე იკითხება

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში იკითხება, სადაც ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა. ბრალის თანახმად, გახარიამ საგუშაგოს გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რასაც ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა.

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ნანა კაკაბაძე იკითხება
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ნანა კაკაბაძე იკითხებაინტერპრესნიუსი

ჩემთვის საინტერესოა, გახარიას გადაწყვეტილებით მოხდა თუ ვინმეს დავალებით, რომ იქ საგუშაგო გახსნილიყო, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ნანა კაკაბაძემ სასამართლოში შესვლამდე განაცხადა.

ის ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე აძლევს ჩვენებას, სადაც ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაა.

“წინასწარ ვერ გეტყვით, რა ინფორმაცია უნდა მივაწოდო, ალბათ, რა კითხვებიც ექნება გამოძიებას, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას მივაწვდი. ინფორმაციები, რამაც ჩვენში ეჭვი გააჩინა, საჯაროდ გაცხადებული ინფორმაციები იყო. ამ საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ქართულმა მხარემ კონტროლი დაკარგა საკმაოდ სერიოზულ ტერიტორიაზე. ჩემთვის საინტერესოა, ეს გახარიას გადაწყვეტილებით მოხდა, თუ ვინმეს დავალებით, ან ვისგან მოდიოდა ინიციატივა, რომ იქ საგუშაგო გახსნილიყო. მე მაინტერესებს, რას მოჰყვა შედეგი, რომელიც ქვეყნისთვის იყო ძალიან საზიანო, ანუ ჩვენ ფაქტობრივად, უომრად, ტყვიის გასროლის გარეშე, დავკარგეთ კონტროლი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ვაკონტროლებდით საგუშაგოს გახსნამდე”, - განაცხადა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„წინასწარ ვერ გეტყვით, რა ინფორმაცია უნდა მივაწოდო, ალბათ, რა კითხვებიც ექნება გამოძიებას, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას მივაწვდი. ინფორმაციები, რამაც ჩვენში ეჭვი გააჩინა, საჯაროდ გაცხადებული ინფორმაციები იყო. ამ საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ქართულმა მხარემ კონტროლი დაკარგა საკმაოდ სერიოზულ ტერიტორიაზე. ჩემთვის საინტერესოა, ეს გახარიას გადაწყვეტილებით მოხდა, თუ ვინმეს დავალებით, ან ვისგან მოდიოდა ინიციატივა, რომ იქ საგუშაგო გახსნილიყო. მე მაინტერესებს, რას მოჰყვა შედეგი, რომელიც ქვეყნისთვის იყო ძალიან საზიანო, ანუ ჩვენ ფაქტობრივად, უომრად, ტყვიის გასროლის გარეშე, დავკარგეთ კონტროლი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ვაკონტროლებდით საგუშაგოს გახსნამდე“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ე.წ. ჩორჩანას საქმის პროკურორი - მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, გიორგი გახარიას, როგორც შს მინისტრს ჰქონდა თუ არა უფლება ერთპიროვნულად მიღეო გადაწყვეტილება და საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღემართა - ეს გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები