გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდს ეხება, სასამართლოში ჩვენებას ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი მისცემენ
გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდს ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარე სხდომაზე ჩვენებას „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი მისცემენ.

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი მისცემენ.
სასამართლოში ასევე დაიკითხება ერთ-ერთი გამომძიებელი.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში ტარდება.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.