ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ე.წ. ჩორჩანას საქმის პროკურორი - მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, გიორგი გახარიას, როგორც შს მინისტრს ჰქონდა თუ არა უფლება ერთპიროვნულად მიღეო გადაწყვეტილება და საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღემართა - ეს გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებით არ დადასტურდა, ჰქონდა თუ არა გიორგი გახარიას შს მინისტრის რანგში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით.

ე.წ. ჩორჩანას საქმის პროკურორი - მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, გიორგი გახარიას, როგორც შს მინისტრს ჰქონდა თუ არა უფლება ერთპიროვნულად მიღეო გადაწყვეტილება და საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღემართა - ეს გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა
ე.წ. ჩორჩანას საქმის პროკურორი - მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, გიორგი გახარიას, როგორც შს მინისტრს ჰქონდა თუ არა უფლება ერთპიროვნულად მიღეო გადაწყვეტილება და საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღემართა - ეს გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულაინტერპრესნიუსი

აქ მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს ჰქონდა თუ არა უფლება ერთპიროვნულად მიღეო გადაწყვეტილება და საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღემართა, ეს დღეს გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა, - ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.

იაკობიძის თქმით, ბრალდების ფორმულირების ნაწილში მნიშვნელოვანია ფაქტორია, უშუალოდ გახარიას ქმედება შეფასდეს და შემდეგ უკვე, მიზეზობრივი კავშირი.

„სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, მთავარი გარემოება გიორგი გახარიას ბრალდებასთან მიმართებით გახლავთ ის, რომ გიორგი გახარიას ბრალდება ედავება 2019 წელს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ მან ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენდა ინსტიტუტს და უწყებას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების პოლიტიკას განსაზღვრავდა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოებაა, თორემ საოკუპაციო ხაზი რომ არის, ის, რომ გარკვეული ქმედებები ხორციელდება, ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს ლოგიკურია, გარკვეული მტკიცებულებები სასამართლოში წარდგენილი აქვს, მათ შორის, გარკვეული დოკუმენტები საიდუმლო ფორმატით იქნა გამოკვლეული და სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს. აქ მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს ჰქონდა თუ არა უფლება ერთპიროვნულად მიღეო გადაწყვეტილება და საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღემართა. ეს დღეს გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა.

ბრალდების ფორმულირების ნაწილში მნიშვნელოვანია შეფასდეს უშუალოდ ქმედება და შემდეგ უკვე, მიზეზობრივი კავშირი. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლებთან, ისე სხვა პირებთან დაისვა კითხვა, საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით თუ ყოფილა მსჯელობა. თითოეულმა მოწმემ სასამართლოს გასაგებად უპასუხა, რომ ის უარყოფითი შედგები საგუშაგოს აღმართვით 2019 წლის 24 აგვისტოდან დაიწყო და ამ საგუშაგოს აღება-არაღების საკითხი არსებითად არ ცვლიდა იმ უარყოფით შედეგებს, რომელიც 2019 წლის 24 აგვისტოს უკვე დადგა“, - განაცხადა იაკობიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, მთავარი გარემოება გიორგი გახარიას ბრალდებასთან მიმართებით გახლავთ ის, რომ გიორგი გახარიას ბრალდება ედავება 2019 წელს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ მან ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენდა ინსტიტუტს და უწყებას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების პოლიტიკას განსაზღვრავდა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოებაა, თორემ საოკუპაციო ხაზი რომ არის, ის, რომ გარკვეული ქმედებები ხორციელდება, ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს ლოგიკურია, გარკვეული მტკიცებულებები სასამართლოში წარდგენილი აქვს, მათ შორის, გარკვეული დოკუმენტები საიდუმლო ფორმატით იქნა გამოკვლეული და სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს. აქ მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს ჰქონდა თუ არა უფლება ერთპიროვნულად მიღეო გადაწყვეტილება და საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღემართა. ეს დღეს გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა. ბრალდების ფორმულირების ნაწილში მნიშვნელოვანია შეფასდეს უშუალოდ ქმედება და შემდეგ უკვე, მიზეზობრივი კავშირი. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლებთან, ისე სხვა პირებთან დაისვა კითხვა, საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით თუ ყოფილა მსჯელობა. თითოეულმა მოწმემ სასამართლოს გასაგებად უპასუხა, რომ ის უარყოფითი შედგები საგუშაგოს აღმართვით 2019 წლის 24 აგვისტოდან დაიწყო და ამ საგუშაგოს აღება-არაღების საკითხი არსებითად არ ცვლიდა იმ უარყოფით შედეგებს, რომელიც 2019 წლის 24 აგვისტოს უკვე დადგა“
თამარ იაკობიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.