ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გიორგი გახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ვახტანგ გომელაური აძლევს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმეზე, ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩვენებას აძლევს. გახარიას ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე.

გიორგი გახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ვახტანგ გომელაური აძლევს
გიორგი გახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ვახტანგ გომელაური აძლევსინტერპრესნიუსი

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აძლევს.

ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.