ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, გიორგი გახარიას საქმესთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც დაცვის მხარემ წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო.

სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, გიორგი გახარიას საქმესთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს
სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, გიორგი გახარიას საქმესთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობსინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დაიწყო საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა. კერძოდ კი, გახარიას ადვოკატებს სასამართლოში წერილობითი მტკიცებულებები აქვთ წარმოდგენილი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ყოფილი თანაგუნდელები გახარიას წინააღმდეგ - ვინ რა ჩვენება მისცა დღევანდელ სასამართლოზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები