ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩორჩანას ეპიზოდზე ბრალდებულ გიორგი გახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური აძლევს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩორჩანას ეპიზოდზე ბრალდებულ გიორგი გახარიას საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩვენებას აძლევს. ბრალის მიხედვით, გახარიამ საოკუპაციო ხაზთან საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რასაც ტყის მასივის საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩენა მოჰყვა.

ჩორჩანას ეპიზოდზე ბრალდებულ გიორგი გახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური აძლევს
ჩორჩანას ეპიზოდზე ბრალდებულ გიორგი გახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური აძლევსრუსთავი 2

ჩორჩანას ეპიზოდზე ბრალდებულ გიორგი გახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აძლევს. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი.

გახარიას ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-იდან 5-თ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდს ეხება, სასამართლოში ჩვენებას ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი მისცემენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები