პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე იკითხება - დღესვე დაიკითხებიან კახა კახიშვილი და გიორგი ხოჯევანიშვილი

საქართველოს მთავრობა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე მიმდინარე პროცესზე პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე იკითხება. დღესვე დაიკითხებიან მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი. საქმეზე ბრალდებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც ბრალი ედება სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს ერთპიროვნულად აღმართვაში.

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე იკითხება - დღესვე დაიკითხებიან კახა კახიშვილი და გიორგი ხოჯევანიშვილი
ინტერპრესნიუსი

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში იკითხება იმ პერიოდის სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც ამჟამად პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეა.

ასევე, დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, კახა კახიშვილი და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი.

ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამსაოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურიჩორჩანას საქმე - გახარიას წინააღმდეგ „ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებს დაკითხავენ
  2. რუსთავი 2სამთავრობოთბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმეზე პროცესი გაიმართა, რომელიც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში დამატებითი საგუშაგოს აღმართვას ეხება
  3. ტაბულაოპოზიციურიჩორჩანას საქმეზე კახიშვილი, ტაბატაძე და ხოჯევანიშვილი გამოკითხეს
  4. ნეტგაზეთიოპოზიციური„არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია“ — გახარიას საქმეზე ჩვენება ისევ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მისცეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, მაია ცქიტიშვილი იკითხებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები