წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი: "ყველაფერი
წალკის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, სადაც მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნანული ხინიკაძე და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ კანდიდატი ზაზა შანთაძე იბრძვიან.

წალკაში, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს სოფელ იმერას, ბარეთის, საბეჭისის და ლივადის მოსახლეობა ირჩევს. გამარჯვებისთვის იბრძვის ორი კანდიდატი: “ქართული ოცნებიდან” ნანული ხინიკაძე და “ძლიერი საქართველო – ლელოდან” ზაზა შანთაძე.
წალკის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნებზე 1 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ოთხი უბნიდან სამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს.
სოფელ საბეჭისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანული ხინიკაძემ საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. კანდიდატმა ხმა მე-14 უბანზე მისცა.
“ყველაფერი კარგად იქნება. ხალხი ხმას მისცემს და დააფიქსირებს თავის არჩევანს. მეტად განვითარდება სოფელში, რაც გასაკეთებელი იქნება,” – განაცხადა ნანული ხინიკაძემ.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის – ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2წალკის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში კენჭისყრის პროცესი 8:00 საათზე დაიწყო
- რუსთავი 2წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა
- რუსთავი 2"ყველაფერი კარგად იქნება, მეტად განვითარდება სოფელი" - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი
- რუსთავი 2"წალკაში გახსნილია 4 საარჩევნო უბანი, აქედან 1 გახლავთ ტრადიციული, ხოლო 3 - ტექნოლოგიური საარჩევნო უბანი" - ცესკოს წარმომადგენელი
- რუსთავი 2"არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში, კომისიაში არ დაწერილა არცერთი საჩივარი" - წალკის 25-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…