"არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში, კომისიაში არ დაწერილა არცერთი საჩივარი" - წალკის 25-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
წალკის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. გამარჯვებისთვის "ქართული ოცნებისა" და "ძლიერი საქართველო - ლელოს" კანდიდატები იბრძვიან. საარჩევნო კომისიის ცნობით, კენჭისყრა მშვიდ გარემოში, ძირითადად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება და შეფერხებები არ ყოფილა.

წალკაში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს სოფელ იმერას, ბარეთის, საბეჭისის და ლივადის მოსახლეობა ირჩევს. გამარჯვებისთვის იბრძვის ორი კანდიდატი - "ქართული ოცნებიდან" ნანული ხინიკაძე და "ძლიერი საქართველო - ლელოდან" ზაზა შანთაძე.
წალკის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო. ოთხი უბნიდან სამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე 1 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
როგორც წალკის 25-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ხატია პარასკევოვმა განაცხადა, არჩევნები მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობს.
"არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში. ამ ეტაპზე საოლქო საარჩევნო კომისიაში არ დაწერილა არცერთი საჩივარი. 1011 ამომრჩევლიდან 12:00 საათის მდგომარეობით, უბანზე გამოცხადდა 206 ამომრჩეველი. სამ უბანზე ტარდება ელექტრონული არჩევნები, არცერთ უბანზე არანაირი შეფერხება არ ყოფილა," - აღნიშნა ხატია პარასკევოვმა.
ამასთან, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, არჩილ ანასაშვილის განცხადებით, არანაირი ტექნიკური ან სხვა სამართლებრივი ხარვეზი მიმდინარე მომენტისთვის არ არსებობს.
"ოთხი საარჩევნო უბნიდან სამ საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, ერთ საარჩევნო უბანზე კი - ძველი, ეგრეთ წოდებული ტრადიციული მეთოდით.
რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას, უბნები გაიხსნა თავის დროზე. ჩვენ ვაკვირდებით, მე პირადად ვაკვირდებოდი ამ პროცესს ყველა საარჩევნო უბანში წალკაში. არანაირი ტექნიკური ან სხვა სამართლებრივი ხარვეზი მიმდინარე მომენტისთვის არ არსებობს," - განაცხადა არჩილ ანასაშვილმა.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
ციტატები სტატიიდან
„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში. ამ ეტაპზე საოლქო საარჩევნო კომისიაში არ დაწერილა არცერთი საჩივარი. 1011 ამომრჩევლიდან 12:00 საათის მდგომარეობით, უბანზე გამოცხადდა 206 ამომრჩეველი. სამ უბანზე ტარდება ელექტრონული არჩევნები, არცერთ უბანზე არანაირი შეფერხება არ ყოფილა,“
„ოთხი საარჩევნო უბნიდან სამ საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, ერთ საარჩევნო უბანზე კი - ძველი, ეგრეთ წოდებული ტრადიციული მეთოდით. რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას, უბნები გაიხსნა თავის დროზე. ჩვენ ვაკვირდებით, მე პირადად ვაკვირდებოდი ამ პროცესს ყველა საარჩევნო უბანში წალკაში. არანაირი ტექნიკური ან სხვა სამართლებრივი ხარვეზი მიმდინარე მომენტისთვის არ არსებობს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.