წალკის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში კენჭისყრის პროცესი 8:00 საათზე დაიწყო
წალკის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, სადაც კანდიდატებად ნანული ხინიკაძე და ზაზა შანთაძე არიან წარმოდგენილი.

წალკის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი 8:00 საათზე დაიწყო.
სოფელ იმერას, ბარეთის, საბეჭისის და ლივადის მოსახლეობა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი, "ქართული ოცნებიდან" ნანული ხინიკაძე და "ძლიერი საქართველო - ლელოდან" ზაზა შანთაძე იბრძვიან.
საარჩევნო უბნებზე 1000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ოთხი უბნიდან სამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა
- რუსთავი 2"ყველაფერი კარგად იქნება, მეტად განვითარდება სოფელი" - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი
- რუსთავი 2"წალკაში გახსნილია 4 საარჩევნო უბანი, აქედან 1 გახლავთ ტრადიციული, ხოლო 3 - ტექნოლოგიური საარჩევნო უბანი" - ცესკოს წარმომადგენელი
- რუსთავი 2"არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში, კომისიაში არ დაწერილა არცერთი საჩივარი" - წალკის 25-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
- POSTVწალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი: "ყველაფერი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…