"ყველაფერი კარგად იქნება, მეტად განვითარდება სოფელი" - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი
წალკის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. გამარჯვებისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნანული ხინიკაძე და „ძლიერი საქართველო - ლელოს“ კანდიდატი ზაზა შანთაძე იბრძვიან.

წალკაში, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს სოფელ იმერას, ბარეთის, საბეჭისის და ლივადის მოსახლეობა ირჩევს. გამარჯვებისთვის იბრძვის ორი კანდიდატი: "ქართული ოცნებიდან" ნანული ხინიკაძე და "ძლიერი საქართველო - ლელოდან" ზაზა შანთაძე.
წალკის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნებზე 1 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ოთხი უბნიდან სამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს.
სოფელ საბეჭისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანული ხინიკაძემ საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. კანდიდატმა ხმა მე-14 უბანზე მისცა.
"ყველაფერი კარგად იქნება. ხალხი ხმას მისცემს და დააფიქსირებს თავის არჩევანს. მეტად განვითარდება სოფელში, რაც გასაკეთებელი იქნება," - განაცხადა ნანული ხინიკაძემ.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2წალკის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში კენჭისყრის პროცესი 8:00 საათზე დაიწყო
- რუსთავი 2წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა
- რუსთავი 2"წალკაში გახსნილია 4 საარჩევნო უბანი, აქედან 1 გახლავთ ტრადიციული, ხოლო 3 - ტექნოლოგიური საარჩევნო უბანი" - ცესკოს წარმომადგენელი
- რუსთავი 2"არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში, კომისიაში არ დაწერილა არცერთი საჩივარი" - წალკის 25-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
- POSTVწალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი: "ყველაფერი
ციტატები სტატიიდან
„ყველაფერი კარგად იქნება. ხალხი ხმას მისცემს და დააფიქსირებს თავის არჩევანს. მეტად განვითარდება სოფელში, რაც გასაკეთებელი იქნება,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…