ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ქართული ოცნებალელო

ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება და ამომრჩევლები საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს ირჩევენ. ცესკოს ცნობით, რეგისტრირებულია 7 კანდიდატი, იხსნება საარჩევნო უბნები და ნაწილობრივ გამოიყენება ელექტრონული ტექნოლოგიები.

ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მიმდინარეობსფორმულა

ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება.

საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

ცესკოს ცნობით, არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

არჩევნებისთვის რეგისტრირებულია "ქართული ოცნებისა" და "ლელო-ძლიერი საქართველოს", მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან ორივე პარტიის კანდიდატები, ახმეტაში კი მხოლოდ "ქართული ოცნების".

შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის ოთხი წალკაში. საარჩევნო უბნები გახსნილია ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში - სოფელ ფერეთაში.

"გამოყენებული იქნება როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი. წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50 - მა ამომრჩეველმა მიმართა", - ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოყენებული იქნება როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი. წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50 - მა ამომრჩეველმა მიმართა“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
წალკის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში კენჭისყრის პროცესი 8:00 საათზე დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები