4 მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში (ვანი, წალკა, დმანისი, ახმეტა) საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრა მაჟორიტარული სისტემით ტარდება და ჯამში 7 საარჩევნო უბანია გახსნილი. მანდატებისთვის ორი პოლიტიკური პარტიის შვიდი კანდიდატი იბრძვის.

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კენჭისყრა მაჟორიტარული სისტემით ტარდება და ამომრჩევლებმა 4 მაჟორიტარი წევრი უნდა აირჩიონ.
როგორც ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში 7 საარჩევნო უბანია გახსნილი:
ახმეტა - სოფელი კასრისწყალი;
დმანისი - სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორის;
წალკა - სოფლები: იმერა, ბარეთი, საბეჭისი და ლივადი (სულ 4 უბანი);
ვანი - სოფელი ფერეთა.
წალკის სამ და ვანის ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ სამ უბანზე პროცესი ტრადიციული მეთოდით ტარდება.
არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50-მა მოქალაქემ მიმართა.
საკრებულოების მანდატებისთვის 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი 7 კანდიდატი იბრძვის. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებულნი არიან „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველო - ლელოს“ კანდიდატები, ხოლო ახმეტაში — მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.
საარჩევნო პროცესს 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი აკვირდება, ხოლო გაშუქებაზე 8 მედიაორგანიზაციის 187 წარმომადგენელი მუშაობს.
ცესკო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და შეახსენებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. დღის განმავლობაში მოქმედებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი (2 51 00 51) და მედიაცენტრი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
13 სტატია3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს
შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი
დღეს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება
დღეს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს
"საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, პროცესს აშუქებს 8 მედია ორგანიზაციის 187 წარმომადგენელი" - ცესკო
ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები იმართება
საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…