დმანისში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს - მუნიციპალიტეტში ორი კანდიდატია რეგისტრირებული
დმანისში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, სადაც რეგისტრირებულია ორი კანდიდატი - "ქართული ოცნებიდან" ირაკლი სარსევანიძე და პარტია "ლელოდან" ვაჟა ნონიაშვილი. საარჩევნო პროცესი ხარვეზების გარეშე დაიწყო სოფელ ველისპირსა და განახლებას შორის გახსნილ საარჩევნო უბანზე.

დმანისში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან "ქართული ოცნება" და "ძლიერი საქართველო - ლელო".
დმანისში საარჩევნო უბანი სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორისაა გახსნილი. გამარჯვებისთვის "ქართული ოცნებიდან" ირაკლი სარსევანიძე, პარტია "ლელოდან" კი ვაჟა ნონიაშვილი იბრძოლებენ.
ადგილზე საარჩევნო პროცესი დილის 08:00 საათზე, ხარვეზების გარეშე დაიწყო.
"ველოდები კარგ შედეგს და აქტიურობაც შეინიშნება. ძალიან ბევრ რამეს განვიხილავთ ჩვენ და უკეთესობისკენ იქნება ჩვენი სოფლის მეწარმეობა და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თითოეულ მოსახლეს ხელი შევუწყოთ ყველა საკითხში," - აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", ირაკლი სარსევანიძემ.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
ციტატები სტატიიდან
„ველოდები კარგ შედეგს და აქტიურობაც შეინიშნება. ძალიან ბევრ რამეს განვიხილავთ ჩვენ და უკეთესობისკენ იქნება ჩვენი სოფლის მეწარმეობა და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თითოეულ მოსახლეს ხელი შევუწყოთ ყველა საკითხში,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.