ევროკომისია უკრაინას 2027 წლისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს გამოუყოფს
ევროკომისია 2027 წელს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს გამოუყოფს. აქედან 25 მილიარდი ევრო სამხედრო მიზნებს მოხმარდება, 20 მილიარდი კი ბიუჯეტის მხარდაჭერას.

ევროკომისია 2027 წელს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის დამატებით 45 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს გამოუყოფს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 45 მილიარდი ევროდან 25 მილიარდი ევრო უკრაინის სამხედრო მიზნებს მოხმარდება, ხოლო დანარჩენი 20 მილიარდი ევრო - ბიუჯეტის მხარდაჭერას.
„დღეს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო წინადადებების შესახებ უკრაინისთვის 45 მილიარდამდე ევროს გამოყოფის თაობაზე 2027 წელს დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის სახით, რათა მომავალ წელს ქვეყანას დაფინანსების დეფიციტის აღმოფხვრაში დაეხმაროს, რომელიც 70 მილიარდ ევროდ ფასდება“, - ციტირებს მედია ევროკომისიის წარმომადგენელს.
45 მილიარდი ევრო დაემატება იმ 90 მილიარდ ევროს, რომელსაც ევროკავშირი უკრაინას პროგრამა Ukraine Support Loan-ის ფარგლებში აწვდის.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…