ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

კადრებში, რომელიც დავათვალიერეთ, მსჯავრდებულის მიერ აღწერილი გარემოებები ვერ დავინახეთ... არც მას და არც მის ადვოკატს, ომბუდსმენის მუშაობასთან დაკავშირებით, პრეტენზია არ გამოუთქვამთ - იოსელიანი დავითაძეზე

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმის შესწავლისას, წარმოდგენილ კადრებში მის მიერ აღწერილი არასათანადო მოპყრობის გარემოებები არ დაფიქსირებულა. ომბუდსმენის თქმით, მათ ფაქტზე რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურას მიმართეს, ხოლო მსჯავრდებულს და მის ადვოკატს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ.

კადრებში, რომელიც დავათვალიერეთ, მსჯავრდებულის მიერ აღწერილი გარემოებები ვერ დავინახეთ... არც მას და არც მის ადვოკატს, ომბუდსმენის მუშაობასთან დაკავშირებით, პრეტენზია არ გამოუთქვამთ - იოსელიანი დავითაძეზე
კადრებში, რომელიც დავათვალიერეთ, მსჯავრდებულის მიერ აღწერილი გარემოებები ვერ დავინახეთ... არც მას და არც მის ადვოკატს, ომბუდსმენის მუშაობასთან დაკავშირებით, პრეტენზია არ გამოუთქვამთ - იოსელიანი დავითაძეზერუსთავი 2

საქართველოს სახალხო დამცველმა გადაცემა "ღამის კურიერში" მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე და საქმის გარემოებაზე ისაუბრა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის აპარატმა მსჯავრდებულის განცხადება, მყისიერად დაიწყო საქმის მასალების შესწავლა, გამოიკვლია კადრები და შესაბამისი უწყებებიც ჩააყენა საქმის კურსში.

ომბუდსმენის თქმით, აღნიშნულ კადრებში მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები არ იკვეთებოდა.

სახალხო დამცველის თქმით, დავითაძესა და მის ადვოკატს, ომბუდსმენის მუშაობასთან დაკავშირებით, რომ ისინი არასათანადოდ მიუდგნენ საკითხს, პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ.

"მნიშვნელოვანი თემაა. ბევრი ადამიანია ამ თემით შეწუხებული ძალიან დიდი ყურადღებაა ჩვენკენაც მოპყრობილი. ბევრ უსამართლო ბრალდებას ვისმენთ. დღეს, როდესაც ბევრმა პირველად გაიგო ბატონი დავითაძის გვარი, ჩვენ შარშან დეკემბრიდან ვმუშაობთ ამ საქმეზე და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მისი უფლებები ყოფილიყო დაცული.

მნიშვნელოვანია, ვილაპარაკოთ სიმართლე, არ შეიძლება ყველაფრით მანიპულირება, ყველაფერზე ინტერპრეტაციების მიცემა, ეს ისეთი საკითხია, სადაც სიმართლის თქმა არის გადამწყვეტი. იმიტომ ვარ ამ პოზიციაზე და იმიტომ ვუქმნი ბევრ ადამიანს დისკომფორტს, რომ ყოველთვის ვამბობ სიმართლეს და ხშირად ეს ბევრისთვის მიუღებელია იმიტომ, რომ ეწინააღმდეგება ჩამოყალიბებულ ნარატივებსა და მოსაზრებებს.

სიმართლე არის ის, რომ როდესაც ამ ადამიანმა შემოიტანა განცხადება, არასათანადო მოპყრობის თარიღად მიუთითა გასული წლის 20-21 დეკემბერი. ჩვენ, 26 დეკემბერს შევხვდით მას და იმავე დღეს, ცხელი ხაზის მეშვეობით, მის მიერ გაჟღერებული ფაქტების შესახებ მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, მოვითხოვეთ ყველა ამ კადრის დაარქივება, რაზეც ის მიუთითებდა.

ამ ორი დღის განმავლობაში, რა კადრებიც იქნა დაარქივებული, ყველაფერი იქნა შესწავლილი, ამის შემდეგ მას, მისი ადვოკატის თანდასწრებით განვიცხადეთ, რომ ამ კადრებში, რომელიც ჩვენ დავათვალიერეთ, რაზეც მსჯავრდებული მიუთითებდა, მის მიერ აღწერილი გარემოებები ჩვენ ვერ დავინახეთ, შესაბამისად ამას ვერ დავადასტურებდით, - იმედია, არ უარყოფს მისი ადვოკატი, რომ ეს კომუნიკაცია არსებობდა. ჩვენ ვნახეთ 20-21 დეკემბრის კადრები, რომელ დღეზეც მიგვითითა, რომ ამ დროს ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო და ის გავრცელებული კადრები, არ გამორიცხავს, რომ იქ რაღაც შეიძლება ხდებოდეს, რომელიც არ ჩანს, მაგალითად მხარე მიუთითებდა, რომ მას აგინებდნენ, მიუთითებდა ღირსების შემლახავ ქმედებაზე, რომელიც ამ კადრებიდან პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ დაშვების დონეზე ხომ შეიძლება ამას ჰქონდა ადგილი, ესეც რომ გამორიცხულიყო, ამიტომ მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ ამ ნაწილის, რასაც ჩვენ ვერ ვაიდენტიფიცირებდით და ვერ ვნახავდით, გამოძიება.

რაც მთავარია, ამ ყველაფრის შესახებ, რაც განვახორციელეთ, ვაცნობეთ მას, მის ადვოკატს 25 ივნისს. 25 ივნისს არც მას და არც მის ადვოკატს რაიმე ტიპის პრეტენზია, რომ ჩვენ არასათანადოდ განვახორციელეთ ჩვენი უფლებამოსილება, რაღაც მივჩქმალეთ, ან ისე არ შევაფასეთ, როგორც კადრებში იყო, არავის პრეტენზია არ გამოუთქვამს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მნიშვნელოვანი თემაა. ბევრი ადამიანია ამ თემით შეწუხებული ძალიან დიდი ყურადღებაა ჩვენკენაც მოპყრობილი. ბევრ უსამართლო ბრალდებას ვისმენთ. დღეს, როდესაც ბევრმა პირველად გაიგო ბატონი დავითაძის გვარი, ჩვენ შარშან დეკემბრიდან ვმუშაობთ ამ საქმეზე და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მისი უფლებები ყოფილიყო დაცული. მნიშვნელოვანია, ვილაპარაკოთ სიმართლე, არ შეიძლება ყველაფრით მანიპულირება, ყველაფერზე ინტერპრეტაციების მიცემა, ეს ისეთი საკითხია, სადაც სიმართლის თქმა არის გადამწყვეტი. იმიტომ ვარ ამ პოზიციაზე და იმიტომ ვუქმნი ბევრ ადამიანს დისკომფორტს, რომ ყოველთვის ვამბობ სიმართლეს და ხშირად ეს ბევრისთვის მიუღებელია იმიტომ, რომ ეწინააღმდეგება ჩამოყალიბებულ ნარატივებსა და მოსაზრებებს. სიმართლე არის ის, რომ როდესაც ამ ადამიანმა შემოიტანა განცხადება, არასათანადო მოპყრობის თარიღად მიუთითა გასული წლის 20-21 დეკემბერი. ჩვენ, 26 დეკემბერს შევხვდით მას და იმავე დღეს, ცხელი ხაზის მეშვეობით, მის მიერ გაჟღერებული ფაქტების შესახებ მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, მოვითხოვეთ ყველა ამ კადრის დაარქივება, რაზეც ის მიუთითებდა. ამ ორი დღის განმავლობაში, რა კადრებიც იქნა დაარქივებული, ყველაფერი იქნა შესწავლილი, ამის შემდეგ მას, მისი ადვოკატის თანდასწრებით განვიცხადეთ, რომ ამ კადრებში, რომელიც ჩვენ დავათვალიერეთ, რაზეც მსჯავრდებული მიუთითებდა, მის მიერ აღწერილი გარემოებები ჩვენ ვერ დავინახეთ, შესაბამისად ამას ვერ დავადასტურებდით, - იმედია, არ უარყოფს მისი ადვოკატი, რომ ეს კომუნიკაცია არსებობდა. ჩვენ ვნახეთ 20-21 დეკემბრის კადრები, რომელ დღეზეც მიგვითითა, რომ ამ დროს ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო და ის გავრცელებული კადრები, არ გამორიცხავს, რომ იქ რაღაც შეიძლება ხდებოდეს, რომელიც არ ჩანს, მაგალითად მხარე მიუთითებდა, რომ მას აგინებდნენ, მიუთითებდა ღირსების შემლახავ ქმედებაზე, რომელიც ამ კადრებიდან პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ დაშვების დონეზე ხომ შეიძლება ამას ჰქონდა ადგილი, ესეც რომ გამორიცხულიყო, ამიტომ მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ ამ ნაწილის, რასაც ჩვენ ვერ ვაიდენტიფიცირებდით და ვერ ვნახავდით, გამოძიება. რაც მთავარია, ამ ყველაფრის შესახებ, რაც განვახორციელეთ, ვაცნობეთ მას, მის ადვოკატს 25 ივნისს. 25 ივნისს არც მას და არც მის ადვოკატს რაიმე ტიპის პრეტენზია, რომ ჩვენ არასათანადოდ განვახორციელეთ ჩვენი უფლებამოსილება, რაღაც მივჩქმალეთ, ან ისე არ შევაფასეთ, როგორც კადრებში იყო, არავის პრეტენზია არ გამოუთქვამს“
ლევან იოსელიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.