ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან" - სპეციალური პენიტენციური სამსახური

იუსტიციის სამინისტრო

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის განცხადებას და აცხადებს, რომ მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა კანონმდებლობის შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით მოხდა და ის თანამშრომლებზე თავდასხმებს უკავშირდება და არა სოლიდარობის გამოხატვას.

"მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან" - სპეციალური პენიტენციური სამსახური
"მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან" - სპეციალური პენიტენციური სამსახურირუსთავი 2

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სამოქალაქო სექტორის კლინიკა "ვივამედში" არ გადავა იქამდე, სანამ იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც, მისი განცხადებით, დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს, დეესკალაციის საკნებიდან არ გამოიყვანენ.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსჯავრდებულ დავითაძის დედის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე.

სინამდვილეში, მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან. მათი დეესკალაციის საკნებში გადაყვანა მოხდა კანონმდებლობის მოთხვნათა შესაბამისად როგორც უშუალოდ მსჯავრდებულების, ისე სხვა პირთა (დაწესებულების თანამშრომლები) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

კერძოდ, 2026 წლის 2 ოქტომბერს, 22:14 საათზე, ბ. ჭ-მ №6 დაწესებულების დირექტორის მოადგილე დავით ნიკოლაიშვილს საკანში შესვლის მცდელობისას მუცელში ფეხი ჩაარტყა. ამავე დაწესებულებაში 2026 წლის 4 ოქტომბერს, 20:22 საათზე, მსჯავრდებულებმა ჯ. ჯ-მა და ვ.თ-მა სეირნობიდან დაბრუნებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების თანამშრომლებს.

აქვე განვმარტავთ, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმა წარმოადგენს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს და სამსახური არ დაუშვებს თანამშრომელთა მიმართ ძალადობისა და თავდასხმის არცერთი ფაქტის უგულებელყოფას. თითოეულ ასეთ შემთხვევას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

სწორედ ზემოაღნიშნულის გამო განთავსდნენ მსჯავრდებულები დეესკალაციის საკნებში და ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ გამოცხადებულ სოლიდარობას, როგორც ამის წარმოჩენას მისი ოჯახის წევრები ცდილობენ.

კიდევ ერთხელ განმარტავთ, რომ დაწესებულებაში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება პენიტენციური კოდექსის, დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის შესაბამისად. ამიტომ დაუშვებელია აღნიშნული გადაწყვეტილებების ერთმანეთთან დაუსაბუთებლად დაკავშირება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსჯავრდებულ დავითაძის დედის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. სინამდვილეში, მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან. მათი დეესკალაციის საკნებში გადაყვანა მოხდა კანონმდებლობის მოთხვნათა შესაბამისად როგორც უშუალოდ მსჯავრდებულების, ისე სხვა პირთა (დაწესებულების თანამშრომლები) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. კერძოდ, 2026 წლის 2 ოქტომბერს, 22:14 საათზე, ბ. ჭ-მ №6 დაწესებულების დირექტორის მოადგილე დავით ნიკოლაიშვილს საკანში შესვლის მცდელობისას მუცელში ფეხი ჩაარტყა. ამავე დაწესებულებაში 2026 წლის 4 ოქტომბერს, 20:22 საათზე, მსჯავრდებულებმა ჯ. ჯ-მა და ვ.თ-მა სეირნობიდან დაბრუნებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების თანამშრომლებს. აქვე განვმარტავთ, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმა წარმოადგენს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს და სამსახური არ დაუშვებს თანამშრომელთა მიმართ ძალადობისა და თავდასხმის არცერთი ფაქტის უგულებელყოფას. თითოეულ ასეთ შემთხვევას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და კანონით გათვალისწინებული რეაგირება. სწორედ ზემოაღნიშნულის გამო განთავსდნენ მსჯავრდებულები დეესკალაციის საკნებში და ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ გამოცხადებულ სოლიდარობას, როგორც ამის წარმოჩენას მისი ოჯახის წევრები ცდილობენ. კიდევ ერთხელ განმარტავთ, რომ დაწესებულებაში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება პენიტენციური კოდექსის, დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის შესაბამისად. ამიტომ დაუშვებელია აღნიშნული გადაწყვეტილებების ერთმანეთთან დაუსაბუთებლად დაკავშირება“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სიცრუეა, რომ თითქოს პატიმარი გიორგი დავითაძე ციხეში გააუპატიურეს - პენიტენციურიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები