პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იმერეთის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

იმერეთის პოლიციამ ბათუმში ორი პირი დააკავა, რომლებმაც, გამოძიების თანახმად, ნაცნობ ქალს ბიზნესის წამოწყების საბაბით მოტყუებით 116 475 ლარი გამოართვეს და მიითვისეს. მათ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

იმერეთის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავა
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ორი პირი ბათუმში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს. აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა.

ბრალდებულებმა შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს და გადაცემულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბათუმში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიქალს ბიზნესის წამოწყების საბაბით 116 475 ლარის საბანკო სესხები ააღებინეს - თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
  2. ბათუმელებიოპოზიციურიბათუმში ორი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები თაღლითობის ბრალდებით დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები