ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციურის რეპუტაციის დასაზიანებლად - გორდულაძე დავითაძეზე

ქართული ოცნება

არჩილ გორდულაძემ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ ბადრაგების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას მიზანმიმართული კამპანია უწოდა. მისი თქმით, ეს ფაქტი არ დადასტურებულა სახალხო დამცველისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციურის რეპუტაციის დასაზიანებლად - გორდულაძე დავითაძეზე
გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციურის რეპუტაციის დასაზიანებლად - გორდულაძე დავითაძეზეტაბულა

ივანიშვილის წარმომადგენელი, არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 21 დეკემბერს დავითაძე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. გორდულაძის აზრით, ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად.

ის აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება არც სახალხო დამცველის და არც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან.

"საერთოდ როგორ ბედავენ, სისტემური და სისტემატური მწამებლური სისტემის შემქმნელები, რეჟიმის შემქმნელები, კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები, პენიტენციური დაწესებულების ზოგადად ხსენებასაც კი. ესენი არიან ის ადამიანები, რომელთა საქმიანობაც შეფასებულია სტრასბურგის სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში და ისევ და ისევ, ეს შეფასება ჩემ მიერ ნათქვამი, სტრასბურგის სასამართლოს აქვს ნათქვამი.

მეორე მხრივ, როდესაც კონკრეტული ადამიანი ამ უმძიმეს ბრალდებას აჟღერებს, რასთან დაკავშირებითაც შესწავლა განხორციელდა როგორც სახალხო დამცველის მხრიდან, მისი აპარატის მხრიდან, ასევე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან და არ დადასტურდა ასეთი ფაქტი, შემდეგ ეს ყველაფერი, ინფორმაცია გაჟღერდა ზუსტად იმავე დღეს თუ ერთი დღის შემდეგ, როდესაც საია-მ კვლევა გამოაქვეყნა და თავისი მიმართვა გავრცელდა პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს აჰყვა შემდეგ კოლექტიური ნაცმოძრაობა, მათი წევრები, მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები და მათი მართული მედია.

ეს ძალიან გავს მიზანმიმართულ კამპანიას ისევ და ისევ პენიტენციური სისტემის რეპუტაციის დასაზიანებლად და, ზოგადად, მთელი ჩვენი გუნდის და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად." - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.

პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა.

პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს

პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ - იოსელიანი

შეგახსენებთ, დავითაძეების ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი ბადრაგებს მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საერთოდ როგორ ბედავენ, სისტემური და სისტემატური მწამებლური სისტემის შემქმნელები, რეჟიმის შემქმნელები, კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები, პენიტენციური დაწესებულების ზოგადად ხსენებასაც კი. ესენი არიან ის ადამიანები, რომელთა საქმიანობაც შეფასებულია სტრასბურგის სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში და ისევ და ისევ, ეს შეფასება ჩემ მიერ ნათქვამი, სტრასბურგის სასამართლოს აქვს ნათქვამი. მეორე მხრივ, როდესაც კონკრეტული ადამიანი ამ უმძიმეს ბრალდებას აჟღერებს, რასთან დაკავშირებითაც შესწავლა განხორციელდა როგორც სახალხო დამცველის მხრიდან, მისი აპარატის მხრიდან, ასევე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან და არ დადასტურდა ასეთი ფაქტი, შემდეგ ეს ყველაფერი, ინფორმაცია გაჟღერდა ზუსტად იმავე დღეს თუ ერთი დღის შემდეგ, როდესაც საია-მ კვლევა გამოაქვეყნა და თავისი მიმართვა გავრცელდა პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს აჰყვა შემდეგ კოლექტიური ნაცმოძრაობა, მათი წევრები, მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები და მათი მართული მედია. ეს ძალიან გავს მიზანმიმართულ კამპანიას ისევ და ისევ პენიტენციური სისტემის რეპუტაციის დასაზიანებლად და, ზოგადად, მთელი ჩვენი გუნდის და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად.“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.