აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბრალად თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა და იარაღით მუქარა ედება. დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. დაკავებული, სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის თურქი სამართალდამცველების მიერ იძებნებოდა.
“დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი მუქარის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”, აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…