პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, ბათუმში დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე, რომელსაც თურქი სამართალდამცველები ყაჩაღობას, იარაღით მუქარასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - შსს
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. დაკავებული, სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის თურქი სამართალდამცველების მიერ იძებნებოდა.

"დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი მუქარის ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4
  1. TV პირველიოპოზიციურიბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით წითელი ცირკულარით ძებნილი ბათუმში დააკავეს
  2. იმედინიუსისამთავრობოსამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბავშვის გაუპატიურებისთვის ინტერპოლით ძებნილი ბათუმში დააკავეს
  4. რუსთავი 2სამთავრობოსამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
  5. ფორმულაოპოზიციურიბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა - ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს
  6. ბათუმელებიოპოზიციურიბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი, ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პირი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს – შსსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები